მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში მიმდინარე XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის უკვე იქცა ისტორიულ მოვლენად. მსოფლიო მოდის ეპიცენტრი ოლიმპიურ ცეცხლშია გახვეული, ყინულის არენაზე კი ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველი მედლის მოპოვება შეძლეს.

ჩვენთვის დიდი პატივია და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ გავხდით პირველი სპორტსმენები, ვინც საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შევძელით. ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი გზა გავიარეთ, – ლუკა ბელურავა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გუნდურ ჩათვლაში დაიწყეს, სადაც საქართველო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. მოკლე პროგრამაში ანასტასიამ და ლუკამ მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურეს, რაც ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

19 უძლიერეს წყვილს შორის მეტელკინა და ბერულავა ბოლო, მეხუთე ჯგუფში გამოვიდნენ და 16 თებერვლის შედეგებით, მეორე პოზიციას იკავებენ, სადაც მხოლოდ გერმანელ კონკურენტებს ჩამორჩებიან.

ამჟამად მთელი ყურადღება 17 თებერვლისკენ არის მიპყრობილი. დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ანასტასია და ლუკა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებენ, სადაც საბოლოო საპრიზო ადგილების ბედი გადაწყდება.