„ეიფორიას“ დიდი დაბრუნება

ეიფორიას“ მეორე სეზონის ფინალური ეპიზოდიდან ოთხი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სერიალის ახალგაზრდა მსახიობები მსოფლიო დონის ვარსკვლავებად იქცნენ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები ეკრანულ დრამაზე არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა. გადაღებებს შორის პერიოდი ტრაგედიითა და გაურკვევლობით იყო სავსე, განსაკუთრებით ანგუს კლაუდის (ფესკო) გარდაცვალების შემდეგ, რამაც სერიალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

პროექტის შესაძლო გაუქმებაზე უამრავი ჭორის მიუხედავად, ფანებს მოლოდინის მხოლოდ ბოლო თვეებიღა დარჩათ: მესამე სეზონის ოფიციალური პრემიერა 2026 წლის 12 აპრილს შედგება. HBO-ს მიერ გამოქვეყნებული ტრეილერი კი ადასტურებს, რომ „ისტ ჰაილენდის“ სამყარო კვლავინდებურად, თუ უფრო მეტად არა, ქაოსური და დაუნდობელია.

ეიფორია სეზონი 3, მესამე სეზონი ეიფორია, ქესი, სიდნი სუინი, Euphoria Season 3
Ph: Eddy Chen/HBO

წლების განმავლობაში მაყურებელი ფიქრობდა, როგორ მოახერხებდნენ შემქმნელები უკვე ზრდასრული მსახიობების სკოლის მოსწავლეებად წარმოჩენას. პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ახალ სეზონში მოქმედება სკოლის პერიოდიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება. ეს ნახტომი სრულიად ახალ რეალობაში გვამოგზაურებს, სადაც ძველი მეგობრების გზები გაიყო.

Zendaya, ზენდეია, ეიფორია სეზონი 3, მესამე სეზონი ეიფორია, Euphoria Seaon 3
Ph: Eddy Chen/HBO

ტრეილერიდან ვიგებთ, რომ რუ (ზენდეია) მექსიკაში გაიქცა და ნარკოდილერ ლორის ემალება, რომლის უზარმაზარი ვალი აქვს გასასტუმრებელი. ჯულსი (ჰანტერ შაფერი) სამხატვრო სკოლაში აგრძელებს სწავლას, ხოლო ქესი და ნეითი (სიდნი სვინი და ჯეიკობ ელორდი) დაქორწინდნენ. რაც შეეხება მედის (ალექსა დემი), მან წარსულს ზურგი აქცია და ახლა ჰოლივუდის ერთ-ერთ გავლენიან სააგენტოში მუშაობს.

ეიფორია სეზონი 3, მესამე სეზონი ეიფორია, Euphoria Seaon 3
Ph: Eddy Chen/HBO

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ქასთი ბრუნდება, მესამე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვან პერსონაჟს მაინც დავემშვიდობებით. ბევრისთვის მოულოდნელად, ეკრანზე აღარ გამოჩნდება რუს უმცროსი და ჯია, სერიალი დატოვა ბარბი ფერეირამაც (კეტი). სამაგიეროდ, გუნდს ახალი ვარსკვლავური სახეები უერთდებიან, მათ შორისაა შერონ სტოუნი, Rosalía, ნატაშა ლიონი და მარშონ ლინჩი, რაც სერიალის დასკვნით ნაწილს კიდევ უფრო მეტ მასშტაბსა და ინტრიგას მატებს.

Cover Photo: Patrick Wymore/HBO

ზევით