EMILY IN PARIS-ის მეხუთე სეზონის პრეს-ტური ვენეციაში დაიწყო

Emily in Paris-ის მეხუთე სეზონის პრემიერა ახლოვდება და სერიალის ოფიციალური პრეს-ტურიც უკვე დაიწყო. ლილი კოლინზმა, ეშლი პარკთან და ფილიპინ ლეროი-ბოლიესთან ერთად, პრესასთან პირველი შეხვედრები ვენეციაში გამართა – ქალაქში, რომელიც მეხუთე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა.

ემილი პარიზში, Emily In Paris venice photocall

ვენეციის არხის ფონზე მსახიობები მაღალი მოდის სახლების ლუქებში გამოჩნდნენ. ლილი კოლინზმა სრულიად ახალი იმიჯი მოირგო და კარიერაში ყველაზე მოკლე ბობით გამოჩნდა. როგორც ცნობილია, მისი ინსპირაცია ვიქტორია ბეკჰემის ცნობილი ვარცხნილობაა და ეს დრამატული ცვლილება სერიალის ახალ, „რომაულ“ გარემოში გადასვლას უკავშირდება.

ემილი პარიზში, Emily In Paris venice photocall, ლილი კოლინზი, Lilly Collins

ვენეციისთვის კოლინზმა Schiaparelli-ს 2025 წლის გაზაფხულის სეზონის ოტ კუტურის კოლექციის კაბა შეარჩია. Daniel Roseberry-ს მიერ შექმნილი მარგალიტისფერი კაბა სხეულზე მომდგარი ზედა ნაწილითა და ბუმბულებით დაფარული ქვედა ნაწილით გამოირჩეოდა. მსახიობმა მთლიანი ლუქი Cartier-ის სამკაულებითა და გვერდულად გაყოფილი მოკლე ბობით შექმნა.

ემილი პარიზში, Emily In Paris venice photocall, Philippine Leroy Beaulieu, ფილიპინ ლეროი

ფილიპინ ლეროი Ferragamo-ს 2025 წლის შემოდგომის კოლექციის დიზაინსა და Christian Loubouti-ს ბალერინა ფეხსაცმლელში გამოჩნდა. ეშლი პარკმა კი ამ დღისთვის Antonio Grimaldi-ს 2025 წლის შემოდგომის კოლექციის კაბა აირჩია.

მილი პარიზში, Emily In Paris venice photocall, Ashley Park, ეშლი პარკი

კაბის სკულპტურული ფორმები ზუსტად ეხმიანებოდა ვენეციის არქიტექტურას, რომლის წინაშეც პოზირებდნენ მსახიობები. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კინემატოგრაფიულ ქალაქში Emily in Paris-ის მსახიობების ჩაცმულობამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რატომ არის Netflix-ის სერიალის მოდა მუდმივად ყურადღების ცენტრში. სერიალის პრემიერა 18 დეკემბერსაა ჩანიშნულული.

ფოტო: Giulia_Parmigiani_Photography

ზევით