#კინო

CRITICS CHOICE AWARDS 2026

გაზიარება:

სანტა-მონიკაში გამართული Critics Choice Awards-ის 31-ე დაჯილდოებით 2026 წლის კინო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცერემონია ხშირად სხვა კინოპრემიების შედეგებს იმეორებს, წელს კრიტიკოსებმა ოქროს გლობუსამდე ერთი კვირით ადრე გამოავლინეს ინდუსტრიის ახალი ფავორიტები.

Critics Choice Awards 2026, პოლ თომას ანდერსონი, One Battle After Another
One Battle After Another-ის მსახიობები. Ph: Invision

საღამოს მთავარი ტრიუმფატორი პოლ თომას ანდერსონის ნამუშევარი One Battle After Another გახდა. ფილმმა, რომელიც ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი რევოლუციონერის – ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟის შესახებ გვიამბობს, სამი უმნიშვნელოვანესი პრიზი დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო კინოსურათისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში.

ტიმოთი შალამე, Marty Supreme, Critics Choice Awards 2025
Ph: JC Olivera/Getty

ცერემონიის ყველაზე ემოციური მომენტი ტიმოთე შალამეს გამარჯვება გახლდათ. მსახიობმა საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ჯილდო ფილმში Marty Supreme შესრულებული როლით მოიპოვა. სცენაზე მდგომი შალამე საკმაოდ მოკრძალებული იყო და სამადლობელი სიტყვის დიდი ნაწილი თავის პარტნიორს, კაილი ჯენერს მიუძღვნა, რომელთანაც უკვე სამი წელია ურთიერთობაშია.

„მადლობა იმ მყარი საფუძვლისთვის, რაც გვაქვს. მიყვარხარ, შენ გარეშე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი“, – ტიმოთი შალამე.

ტიმოთი შალამე, Marty Supreme, Critics Choice Awards 2025, კაილი ჯენერი
Ph: Getty Images

ანდერსონის ფილმის გარდა, ლიდერობა გაინაწილეს ფილმებმა Sinners და Frankenstein. ამ უკანასკნელმა ჯილდო ჯეიკობ ელორდის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის დაიმსახურა. რაც შეეხება Sinners-ს, მან აღიარება რაიან კუგლერის საუკეთესო სცენარისდა და საუკეთესო სამსახიობო გუნდის კატეგორიებში მოიპოვა. საუკეთესო ქალის როლისთვის პრიზი ჯესი ბაკლის გადაეცა Hamnet-ში შესრულებული როლისთვის.

ჯეიკობ ელორდი, ფრანკენშტეინი, Critics Choice Awards 2025
Ph: Kevin Mazur/Getty Images

სატელევიზიო კატეგორიებში Netflix-ის პროექტმა Adolescence ოთხი პრიზი აიღო. Apple TV+-ის სერიალებმა, The Studio და The Pitt, ასევე მყარად დაიმკვიდრეს ადგილი სამ-სამი ჯილდოთი. ნოა უაილიმ წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული დრამატულ სერიალში მოიპოვა, ხოლო ჟან სმარტმა Hacks-ში მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კომედიურ ჟანრში შეუცვლელი გამარჯვებულია.

გთავაზობთ გამარჯვებულების სრულ სიას:

Stephen Graham, Adolescence, სტივენ გრეჰემი, Critics Choice Awards 2026
Ph: Chris Pizzello

საუკეთესო ფილმი: One Battle After Another

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: Timothée Chalamet, Marty Supreme

საუკეთესო მსახიობი ქალი: Jessie Buckley, Hamnet

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: The Secret Agent

საუკეთესო რეჟისორი: Paul Thomas Anderson, One Battle After Another

საუკეთესო დრამატული სერიალი: The Pitt

Critics Choice Awards 2026, Jessie Buckley, Hamnet, ჯესი ბაკლი
Ph: Reuters

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში: Rhea Seehorn, Pluribus

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში: Noah Wyle, The Pitt

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: Amy Madigan, Weapons

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი: Jacob Elordi, Frankenstein

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში: Tramell Tillman, Severance

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში: Katherine LaNasa, The Pitt

Katherine LaNasa, The Pitt, Critics Choice Awards 2026
Ph: Vogue

საუკეთესო კომედიური სერიალი: The Studio

საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში: Jean Smart, Hacks

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში: Ike Barinholtz, The Studio

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში: Janelle James, Abbott Elementary

ჯიმი კიმელი, Jimmy Kimmel, Critics Choice Awards 2025
Ph: Invision

საუკეთესო თოქ-შოუ: Jimmy Kimmel Live!

საუკეთესო კასთინგი: Francine Maisler, Sinners

საუკეთესო მინისერიალი: Adolescence

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან ტელეფილმში: Sarah Snook, All Her Fault

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მინისერიალში ან ტელეფილმში: Stephen Graham, Adolescence

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი მინისერიალში Owen Cooper, Adolescence

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი მინისერიალში: Erin Doherty, Adolescence

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი: Miles Caton, Sinners

საუკეთესო ანიმაციური ფილმი: KPop Demon Hunters

საუკეთესო სიმღერა: “Golden,” Ejae, Mark Sonnenblick, Ido, 24 და Teddy, KPop Demon Hunters

საუკეთესო ორიგინალური სცენარი: Ryan Coogler, Sinners

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: Paul Thomas Anderson, One Battle After Another

საუკეთესო ხარისხი (Score): Ludwig Göransson, Sinners

საუკეთესო ტელეფილმი: Bridget Jones: Mad About the Boy

ზევით