მაშინ, როდესაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან Euphoria-ს ახალი სეზონის გამოსვლას, შოუს შემქმნელს სემ ლევინსონს მათთვის დიდი სიურპრიზი აქვს მომზადებული, წლის ბოლოს HBO-ზე რეჟისორის ახალი პროდუქტი გამოჩნდება, რომელმაც შესაძლოა Euphoria-ს მოლოდინით გამოწვეული მღელვარება დროებით გადაფაროს.
აბელ ტესფაი სასცენო სახელით ცნობილი The Weeknd და ლილი როუზ-დეპი ახალ მინისერიალისთვის, სახელწოდებით The Idol, გაერთიანდნენ და მისი პირველი ტრეილერის ნახვა მაყურებლისთვის უკვე შესაძლებელია. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ახალი შოუ Euphoria-ისა და The Deuce-ს ნაზავს წარმოადგენს და ის მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე ბნელ ნაწილებს ახდის ფარდას.
The Idol-ის ტრეილერი ჰოლივუდის სასახლეების, ფერადი წვეულებების, კოკაინის და სწრაფი მანქანების ჰიპერაქტიური მონტაჟია, მიუხედავად იმისა, რომ წუთ და 33-წამიან ვიდეოში 6 სერიისგან შემდგარი სერიალის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიგებთ, HBO-მ გაგვიმხილა, რომ სერიალი თანამედროვე კულტის ლიდერისა (The Weeknd) და ამომავალი პოპ ვარსკვლავის (ლილი როუზ-დეპი) სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს.
ლიმიტირებულ სერიალში The Weeknd-თან და ლილი როუზ-დეპთან ერთად აგრეთვე მონაწილეობენ ტროი სივანი, ბრიტნი სპირსი, ჯენი კიმი, ელიზაბეტ ბერკლი, ენ ჰეჩი, ჰარი ნეფი, დები რაიანი, რეიჩელ სენოტი, სტივ ზისისი და ჯულიბეტ გონსალესი. ჯერჯერობით სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა როგორც HBO-მ განაცხადა, The Idol-ის პრემიერა წლის ბოლომდე შედგება.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.