ლილი კოლინზი, ლენა დანჰემის ახალ ფილმში, Polly Pocket-ის როლს შეასრულებს
#კინოBarbie-ის ფენომენის კვალდაკვალ, ჩვენი ბავშვობის ნოსტალგია კიდევ ერთი live action ფილმში გაცოცხლდება. ლილი კოლინზი, რომელმაც მომხიბვლელი ღიმილითა და ბავშვური გულწრფელობით, Netflix-ის Emily in Paris-ში მაყურებლების გულების დაპყრობა ერთიანად მოახერხა, ამჯერად კინოეკრანებზე ნოსტალგიას გაგვიღვიძებს და ჩვენი ბავშვობის ნაწილის Polly Pocket-ის როლს მოირგებს.