დღეს The Diary-ის გუნდი მონტე-კარლოს რიგით 63-ე სატელევიზიო ფესტივალს ესწრება, რომელიც 14-18 ივლისს იმართება. ღონისძიების მთავარ მომენტებს პირდაპირ მზიანი მონაკოდან გაგაცნობთ. Monte-Carlo Television Festival ყოველწლიურად არაერთ საინტერესო სატელევიზიო შოუს, სერიალსა თუ გადაცემას ერთ სივრცეში უყრის თავს და მათ შორის საუკეთესოსაც არჩევს. წლევანდელ დაჯილდოებაზე მთავარი პრიზი - კრისტალის ნიმფა მორგან ფრიმანს გადაეცემა გრანდიოზული სატელევიზიო კარიერისთვის.
ფესტივალი “The Gray House-ის” მსოფლიო პრემიერით გაიხსნა. სერიალი, რომლის პროდიუსერებიც მორგან ფრიმანი და კევინ კოსტნერი არიან, აშშ-ს სამოქალაქო ომის პერიოდის ქალ ჯაშუშებზე მოგვითხრობს. ექვს ეპიზოდიანი სატელევიზიო შოუ ფარულ ისტორიებს გვაცნობს ოთხ ქალზე, რომლებსაც აშშ-ს გაყოფისა და მონობის დასრულებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. “ჯაშუშების ეს ნამდვილი ამბავი თითქმის დაეკარგა ისტორიას - მაგრამ სინამდვილეში ის გადამწყვეტი იყო კავშირის კონფედერაციაზე გამარჯვებისთვის", - ამბობს მორგან ფრიმანი.
სიმონ ეშლი და მონაკოს პრინცი, ალბერ II
ბრიჯერტონის მესამე სეზონის მეორე ნაწილის პრემიერიდან რამდენიმე დღეში ფესტივალის საერთაშორისო ოქროს ნიმფა სერიალის მსახიობს სიმონ ეშლის გადაეცა. საპატიო ოქროს ნიმფას პრიზით კი გულშემატკივართა ფავორიტი, ფრანგ მსახიობი და ყოფილი პოლიციელი, ოლივიე მარშალი დახურვის ცერემონიალზე დაჯილდოვდება. როგორც Monte-Carlo Television Festival-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სესილ მენონმა განაცხადა, ფესტივალს გულშემატკივრების უზარმაზარი არმია ჰყავს, მთავარი მიზანი კი მათთვის საინტერესო ღონისძიებების მოწყობაა.
ცნობილი სატელევიზიო შოუს “NCIS”-ის 50 წლის იუბილეს გასაშუქებლად ფესტივალმა ჩაის წვეულება მოაწყო, ხოლო სერიალის შემქმნელი გუნდი მის მე-1000 ეპიზოდს აღნიშნავს.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.