ახალი ფილმები და სატელევიზიო შოუები - ყველაფერი, რასაც ივნისში ველოდებით
#კინოფსიქოლოგიური თრილერებიდან რომანტიკულ კომედიებამდე, დღეს მოგიყვებით 2023 წლის ახალ ფილმებსა და სერიალებზე, რომლებსაც თვის განმავლობაში ყველაზე მეტად ველოდებით.
ფსიქოლოგიური თრილერებიდან რომანტიკულ კომედიებამდე, დღეს მოგიყვებით 2023 წლის ახალ ფილმებსა და სერიალებზე, რომლებსაც თვის განმავლობაში ყველაზე მეტად ველოდებით.
HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თინეიჯერული დრამა Euphoria, რომლის რეჟისორად სემ ლევინსონი გვევლინება, ახალი მე-3 სეზონით გაგრძელდება, თუმცა მისი პრემიერა არა თუ მომავალ, არამედ 2025 წლამდე არ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს Euphoria-ს გამოსვლის მიახლოებითი წელი, სატელევიზიო შოუს ახალი სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
10 მარტს კავეა პლუსზე დიდი პრემიერა შედგა - არც მეტი არც ნაკლები ახალი ანიმაციური სერიალის, სხვა ლეველის ოდისეის პირველი ორი ეპიზოდი დაიდო და აუდიტორიას შემდეგი სერიის მოლოდინშიც დატოვა! მოლოდინი 5 მაისამდე გაგრძელდა, სწორედ ამ დღეს ეკრანებზე ს.ლ.ო-ს მესამე სერია გამოჩნდა და დავითას მონატრებულ მაყურებელს წყურვილიც დაუკმაყოფილა.
Netflix-მა უკვე გამოაჩინა მაისის ყველაზე ძლიერი კოზირი, სერიალი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა - Queen Charlotte: A Bridgerton Story პრემიერის დღიდან იხვეჭს პოპულარობას და სწრაფი ტემპით მიემართება წარმატებისკენ. Bridgerton-ის სპინოფმა უკვე დაიკავა ადგილი თვის ყველაზე მნიშვნელოვან პრემიერებსა და Netflix-ის პოპულარულ სერიალებს შორის, Shondaland-ის ახალი პროდუქტი ის ერთი ამოსუნთქვით სანახავი სერიალია
ყველასათვის საყვარელი ანთოლოგია Black Mirror ახალი სეზონით ბრუნდება, სიახლე სერიალის ერთგული გულშემატკივრისთვის ცნობილი გასულ ღამეს გავრცელებული თიზერით იქცა. ჩარლი ბრუკერის ბნელი, დისტოპიური სამყარო მე-6 სეზონით ივნისში დაგვიბრუნდება და თუ მის შემქმნელს ვენდობით, წინ ყველაზე მოულოდნელი სანახაობა გველოდება, რომლისთვისაც შოუს შემქმნელმა საკუთარი წესებიც კი დაარღვია.
კანის რიგით 76-ე კინოფესტივალი, 2023 წლის 16-27 მაისს გვიბრუნდება, რამდენიმე საათის წინ წლევანდელი ფესტივალის პროგრამა გახდა ცნობილი, რომელმაც იმ ეკრანიზაციათა სრული ჩამონათვალი შემოგვთავაზა, რომელსაც წელს საფრანგეთის ქალაქ კანში ვიხილავთ.
კვენტინ ტარანტინო უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია თანამედროვე კინოინდუსტრიაში. 90-იანი წლების დასაწყისში თავისი გროტესკული ძალადობით, მახვილგონივრული დიალოგებით, ვიზუალური ენითა და დასამახსოვრებელი პერსონაჟებით, მან ხელახლა გამოიგონა ტერმინი „დამოუკიდებელი კინო“.
ახდენილი ამერიკული ოცნების შესახებ მსოფლიოს კი ჰუი ქუანმა 12 მარტს, ლოს-ანჯელესში დოლბის თეატრის სცენიდან უამრო. ვიეტნამში, 9 შვილიან ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა ძალიან დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ 1 კვირის წინ, ყველა მსახიობისთვის სანატრელი ჯილდო, 51 წლის ასაკში პირველად დაეჭირა ხელში და საკუთარი შთამაგონებელი ისტორია მოეყოლა, საკუთარი თავისა და ოცნებების რწმენის შესახებ.
2023 წლის კინოდაჯილდოებების სერია, ტრადიციულად კინოაკადემიის პრიზების გრანდიოზული ცერემონიით დაგვირგვინდა. 12 მარტს, ლონ-ანჯელესში, დოლბის თეატრში თავი თანამედროვე კინემატოგრაფიის დღის წესრიგის შემქმნელებმა, ამომავალმა თუ უკვე კაშკაშა ვარსკვლავებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა და მუსიკოსებმა მოიყარეს.
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ცერემონია აკადემიის პრიზები ანუ „ოსკარები“, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1929 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება. კინოინდუსტრიაში შეტანილი მიღწევების აღსანიშნი დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის აღიარებული და ჩვენც, მილიონობით სხვა კინომოყვარულის მსგავსად, მოუთმენლად ველოდებით 13 მარტის დადგომას და „ოსკარის“ რიგით 95-ე ცერემონიის გამარჯვებულების ხილვას.