რატომ იმსახურებს Barbie-ს მარკეტინგული სტრატეგია მთელ დიდებას
#კინოBarbie-ის პიარისა და მარკეტინგის გუნდი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბარბის სამყაროში გვაცხოვრებს და არავის გაგვკირვებია, როდესაც გრეტა გერვიგის ეკრანიზაციის პრემიერის თარიღის მოახლოებასთან ერთად, Barbie-ის მიმართ ჰაიპი ორმაგად გაიზარდა. გუშინ, Barbie-ს პრემიერა საქართველოშიც შედგა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თემატური ჩაცმულობა გვინახავს პრემიერის დღესთან დაკავშირებული, ბარბის ვარდისფერმა მოლოდინს სრულად გადააჭარბა.