ანანო ბაკურაძის და სინოფარმის ვაქცინის ისტორია პარიზში - რატომ ვაქცინა?
ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ სოციალურ ქსელში COVID 19-ის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინის სინოფარმის ორმაგი დოზის გაკეთების შემდეგ, საფრანგეთში მიღებული გამოცდილება მეგობრებსა და გამომწერებსაც გაუზიარა. როგორც ანანოს პოსტიდან ირკვევა, მას პარიზში ფაიზერის 1 დოზის გაკეთებაც სურდა, რადგან ევროპის ქვეყნები ჩინურ ვაქცინებს ამ დრომდე არ აღიარებენ, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა.