„დაასრულე პანდემია“: ACAG-ის პრინტ კონკურის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
#ჯანმრთელობასაქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG), „ევექსი კლინიკების“ მხარდაჭერით, პრინტ კონკურსი “დაასრულე პანდემია“ გამართა. სააგენტოებს უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერები, რომელიც მოუწოდებდა სკეპტიკურად განწყობილ მოქალაქეებს, დროულად დაეგეგმათ და ჩაეტარებინათ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა.