პანდემია თითოეული ჩვენგანისთვის გამოწვევად იქცა. საზოგადოების ნაწილმა ამ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხა და პოზიტიურად გამოიყენა, თუმცა ნაწილმა ძალიან დიდი სტრესი მიიღო და პოსტპანდემიურ პერიოდშიც უჭირს სიტუაციასთან ადაპტირება.
კვლევებმა ცხადყო, რომ პანდემიამ და ჩაკეტილობამ განსაკუთრებულად იმოქმედა ქალებზე, რომლებსაც ერთდროულად მუშაობა, საშინაო საქმეების გამკლავება და სახლში ჩაკეტილი ბავშვების მოვლა უწევდათ.
სწორედ აქედან გაუჩნდა იდეა ჟურნალისტსა და ქოუჩინგ კომპანიის - LIFE INTELLIGENCE HUB-ის დირექტორს, ნათია სოსიაშვილს, ქალების დასახმარებლად ახალი პროექტი წამოეწყო და სოციალურ ქსელში ფსიქოლოგ თამარ თანდაშვილთან ერთად ყოველკვირეული ლაივები გაეკეთებინა.
ნათია სოსიაშვილი - ჟურნალისტი
ნათია: დიდ სურათს რომ თავი დავანებოთ, ჩემ გარშემო უამრავი ქალი მაბარებდა კითხვებს თამართან, რომელიც ძირითადად პანდემიური სტრესით იყო განპირობებული. ამასთან მე და თამარი LIFE INTELLIGENCE HUB-ის ფარგლებში მთელი პანდემიის განმავლობაში ვაკეთებდით თემატურ ვებინარებს, სადაც უფრო მეტად იკვეთებოდა პირადი ქეისების განხილვის სურვილი, რისი საშუალებაც ამ ფორმატში არ იყო.
აქედან გაჩნდა გადაცემის სახელი „ქეისი“, რომელიც თითოეული ქალის მიერ დასმულ საკითხებს შეეხება და მეტად პიროვნული გახდება.
თამარ თანდაშვილი - ფსიქოლოგი
ნათია: გადაცემა ხმამაღალი ნათქვამია, უფრო პროექტს ვეძახი. ძალიან მინდა ზოგადი საკითხები, რომლებიც ქალებს გვაწუხებს, პიროვნულ დონემდე დავიყვანო. ერთ დღეს ქეისის მთავარი მონაწილე ვიქნები თავად, მეორე live-ში მე ვისაუბრებ სხვა ადამიანის სახელით და განვიხილავთ განსხვავებულ ქეისს. მთავარი არსი, არის ის, რომ ნებისმიერ ქალს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა პროფესიონალისგან მიიღოს რჩევა ან რეკომენდაცია ამის შესაძლებლობა მივცე. და დიდი მადლობა თამარ თანდაშვილს, იმისთვის, რომ ამ ექსპერიმენტს დათანხმდა.
ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ქალების როლის გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემაა და ამის შესაცვლელად, ისევ და ისევ ქალების ჩართულობა და პიროვნული განვითარებაა აუცილებელი.
ნათია: ჩვენ ვცხოვრობთ სტერეოტიპებით, რომელსაც აღზრდის პირველ ეტაპზე გვიწესებს ოჯახი, შემდეგ სკოლა და შემდეგ საზოგადოება, სადაც გვიწევს ცხოვრება. აუცილებელია ქალმა დიდ სოციუმში მოხვედრამდე იცოდეს, რომ არსებობენ სუსტი და ძლიერი პიროვნებები და არა „სუსტი სქესი“. „ქეისი“ ყოველ ოთხშაბათს 22:00 წუთზე ჩემს ინსტაგრამ გვერდზე 9 ივნისიდან დაიწყება. მეც და თამარსაც დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალების ჩართულობით, შევძლებთ მათთვის ყველაზე საინტერესო თემები და „ქეისები“ განვიხილოთ“.
Ad Summit Tbilisi 20 ივნისს, 2025 წლის გამოშვებით ბრუნდება. წლის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქართული ციფრული მარკეტინგული სამიტი ამჯერად რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში გაიმართება.
20-22 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend 2025-ს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თანამშრომლობის ჰაბად მოგვევლინება. როგორც ღონისძიების მედია პარტნიორები, The Diary-ს გუნდი ამ უნიკალური ფესტივალის ნაწილი გახლავთ.