პაპის კონკლავი: როგორ მიმდინარეობს ახალი პაპის არჩევის საიდუმლო რიტუალი
როგორ აირჩევა კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ — კონკლავის წესები, კანდიდატები და პროცესის მნიშვნელობა.
ანჯელინა ჯოლი, საზაფხულო არდადეგებს ბავშვებთან ერთად იტალიაში ატარებს, კერძოდ კი ცნობილი სასტუმროების ქსელის Belmond ვენეციურ სამოთხეში. ამავე სასტუმროების ქსელს ეკუთვნის მატარებლის სერვისი, რომელიც ევროპის ნებისმიერი მიმართულებით ფუფუნების საგნებში ჩაფლულს გაგატარებთ. სწორედ Belmond-ის ამ მატარებლით იმგზავრა ოსკაროსანმა მსახიობმა პარიზიდან ვენეციამდე (ეს მგზავრობა ერთ ადამიანზე 2379 ევროს სიამოვნება დაგიჯდებათ).
ვენეციაში ჰოლივუდელი მსახიობი ასევე ფრანგ ქუჩის მხატვართან JR ერთად იმყოფება, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები, ანჯელინა ქალაქის სახურავებზე არბენინა და საოცარი ფოტოებიც გადაუღო. აი რას ნიშნავს, როდესაც შენი მეგობარი არტისტია.
მეგობრებმა საუკეთესო დრო შეარჩიეს ფოტოსესიითვის - ოქროსფერი დაისი (Golden hour). ანჯელინამ კი, ლარა კროფტის განთქმული როლი კვლავ მოირგო და უშიშრად და ელეგანტურად გაისეირნა ვენეციურ სახურავებზე.