ვინერვიულოთ, თუ არა? ჩვენთან ნოემბერი რაგბისფერია
#სპორტინოემბრისთვის დროშები მოიმარაგეთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. ორი შეხვედრა ჩვენთან, ერთიც კარდიფში შედგება. ბორჯღალოსნები 6 ნოემბერს ურუგვაის უმასპინძლებენ, 12 ნოემბერს კი სამოას ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. ნოემბრის ტესტ შეხვედრები კი კარდიფში, უელსის ნაკრებთან შერკინებით დასრულდება.