UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა TNT Fight Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალში UFC-ის ბრძოლა შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს.
„დღეს შეხვედრაზე ვიყავი, სადაც ერთი პიროვნება იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან და მითხრა, რომ სურს, ბრძოლა საქართველოში მოვაწყოთ", – უაითი.
Ph: MMA Pros Pick
დენამ ეს ამბავი მას შემდეგ გააჟღერა, რაც ჟურნალისტმა ადამ კატერალმა მერაბ დვალიშვილზე წამოიწყო საუბარი.
უაითმა მერაბი მისი აქტიურობისა და ბრძოლისთვის მუდმივი მზადყოფნის გამო შეაქო. მისი თქმით, მებრძოლები, რომლებიც ხშირად იბრძვიან, ყოველთვის აქტუალურები რჩებიან, ხოლო მერაბი არენიდან გაქრობას არ აპირებს.
ადამ კატერალი:ცხადია, ამერიკა და ლას-ვეგასი UFC-ის ცენტრია, მაგრამ რადგან ჩემპიონები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი, მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ამ ჩემპიონების სამშობლოში წაყვანა და ადგილობრივი გულშემატკივრების წინაშე ბრძოლების გამართვა?
დენა უაითი: რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, როცა შეგიძლია. თავიდანვე ეს იყო მოდელი. თუ მერაბზე მეკითხები... ზუსტად დღეს, შუადღეს ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ერთი პიროვნება იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან და მითხრა, რომ სურს, ბრძოლა საქართველოში მოვაწყოთ. მინდა მერაბი სახლში წავიყვანო – ამაზე ორი აზრი არ არის.
ბოლო წლებში საქართველო UFC-ის რუკაზე მკვეთრად გამოიკვეთა. მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია და რომან დოლიძე ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მებრძოლებს შორის არიან. ამიტომაც, სრულიად შესაძლებელია, რომ მალე დიდი ბრძოლა საქართველოს ოქტაგონზეც ვიხილოთ.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.