„ნებისმიერი ბიზნესის განვითარება განათლებით იწყება, ჩვენი მიზანი კი საფუძვლის ჩაყრაა“
#მოდამეგი ჯაშმა და ეკატერინე ყუბანეიშვილმა მოდის ბიზნესის სასერტიფიკატო კურსს საფუძველი 2016 წელს ჩაუყარეს, მრავალთვიანი შრომის და მოლაპარაკებების შემდეგ, გოგოებმა, მოდის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის შექმნეს სასწავლო პროგრამა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნებოდა. წარმატებული სტარტის მიუხედავად, Covid 19-ის პანდემიის კრიზისი სასერტიფიკატო კურსსაც შეეხო, ის მთელი 2 წლით შეჩერდა.