14 წელი შინდისის გმირების ლეგენდად ქცეული თავგანწირვიდან
შინდისის მინდვრებში, გმირულად დაღუპული და ლეგენდად ქცეული ქართველი სამხედროების ხსოვნას უკვე მე-14 წელია, ტკივილნარევი სიამაყით მივაგებთ პატივს. გორის რაიონ სოფელ შინდისში მცხოვრებლებს საკუთარი გმირები ჰყავთ, ჯარისკაცები, რომელთა სახელებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში და რომლებმაც გამორჩეული სიმამაცის, სიმტკიცისა და თავგანწირვის მაგალითი უჩვენეს სამყაროს.