TEYO FW 2021: ქალის და ბუნების ჰარმონიული სინთეზი #MBFW
#MBFW TBILISIკორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე ბუნებასთან სიახლოვე, განმარტოება და მისი მშვენირებით ტკბობა ყოველი ჩვენგანის დაუოკებელი სურვილი გახდა და რა გასაკვირია, თუ კი ეს გრძნობები ქართველი დიზაინერების ნამუშევრებშიც აღიბეჭდა. მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დღევანდელი განრიგის მესამე ციფრული ჩვენება თეონა გარდაფხაძის ბრენდ TEYO-ს ეკუთვნის.