მეოცე საუკუნის ხელოვნების მთავარი ქალი
ლუიზა ბურჟუას შემოქმედებაში გასული საუკუნის მხატვრული აზროვნების თითქმის ყველა მიმართულებაა გაერთიანებული - კუბიზმით დაწყებული და კონსტრუქტივიზმით დასრულებული. მისი შემოქმედება არამხოლოდ ხელოვნების ერთგვარი ენციკლოპედიაა, არამედ ღრმა ინტიმური და ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია.