კულტურა

მოემზადეთ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება

მოემზადეთ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება

წლის მთავარი ლიტერატურული დღესასწაული თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 24-27 ივნისს თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით, შეხვედრის ტრადიციულ ადგილას „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდება.

რას უნდა ველოდეთ 2021 წლის კანის საერთაშორსო კინოფესტივალისგან? #Cannes

რას უნდა ველოდეთ 2021 წლის კანის საერთაშორსო კინოფესტივალისგან? #Cannes

კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ფესტივალი, წელს, რიგით 74-ე დაჯილდოების ცერემონიით გვიბრუნდება, კანის კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი, ოსკაროსანი რეჟისორი სპარკ ლი იქნება, რომელსაც ეს მოვალეობა გასულ წელს უნდა შეესრულებინა, თუმცა დანარჩენი თავადაც იცით...

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტია

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტია

ქართველი მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალისტთა შორის მოხვდა, საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ და გამორჩეულ ოპერის მომღერლებს აერთიანებს.

ლაურენს დე კარი ლუვრის ისტორიაში პირველი ხელმძღვანელი ქალია

ლაურენს დე კარი ლუვრის ისტორიაში პირველი ხელმძღვანელი ქალია

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, თვალწარმტაც და ამაღელვებელ მუზეუმ ლუვრს, 228 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველი ხელმძღვანელი ქალი ჰყავს. ლაურენს დე კარი თანამდებობაზე, თავად ემანუელ მაკრონმა დანიშნა, ლაურენსი თანამდებობის დაკავებას 1-ელი სექტემბრიდან შეძლებს.

თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

ივლისი მუსიკისმოყვარულთა ნანატრი ღონისძიებით დაიწყება - თბილისის, რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი 6 ივლისს დაიწყება და 3-დღიან მუსიკალურ თავგადასავალში გადაიზრდება.

The Diary გირჩევთ: წიგნების სერია „ქა­ლე­ბის კალ­მით“

The Diary გირჩევთ: წიგნების სერია „ქა­ლე­ბის კალ­მით“

ლიტერატურის ისტორია ქალი მწერლების დიდი რაოდენობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, არა იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ქალებს წერის, საკუთარი თავგადასავლებისა თუ კულტურულ-მემკვიდრეობითი ისტორიების მოყოლა არ სურდათ, ან სულაც რეალობიდან გაქცევას და ახალი სამყაროს წარმოქმნას არ ლამობდნენ, არა, მათთვის ლიტერატურული სამყაროს კარი უბრალოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მკაცრად ჩაკეტილი.

მარიამ აქუბარდია - ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ

მარიამ აქუბარდია - ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ

რამდენიმე კვირის წინ, ერთი ნიჭიერი გოგოს - მარიამ აქუბარდიას მიერ შექმნილი ილუსტრაციებით გამოსული კომიქსების სერია წარმოგიდგინეთ, ადამიანებზე, რომლებსაც ვერ მოვუსმინეთ, დღეს კი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ გოგოს პირველ პერსონალურ გამოფენას Why Not Gallery მასპინძლობს.

Anne with an E - ობოლი გოგონას შთამბეჭდავი ისტორია Netflix-ზე

Anne with an E - ობოლი გოგონას შთამბეჭდავი ისტორია Netflix-ზე

შესაძლოა ამ სერიალის პოსტერი უკვე ბევრჯერ შეგხვდათ, მაგრამ თანამედროვე მელოდრამებს მიჩვეულებმა ყურადღებაც არ მიაქციეთ და Netflix ტრადიციულად ჩასქროლეთ. დაბრუნდით! Anne with an E თქვენს list-ში აუცილებლად უნდა მოხვდეს!

ივნისის თვის მნიშვნელოვანი პრემიერები

ივნისის თვის მნიშვნელოვანი პრემიერები

ზაფხულის დადგომა არა ერთი საბაბის გამო შეიძლება გვიხაროდეს, თუმცა ამ სეზონის დიდი პრემიერები, რომლებსაც ასე დიდხანს მოუთმენლად ველოდით, უდავოდ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი საკაბელო ტელეარხები ისეთ სერიალებსა და ანიმაციებს გვიბრუნებენ ეკრანებზე, როგორებიცაა Why Women Kill, Love, Victor და Rick and Morty, ჩვენ აგრეთვე შესაძლებლობა გვაქვს Loki-სა და Sweet Tooth-ის პრემიერებით დავტკბეთ.

ელენე მახარაშვილი ბერძენი რეჟისორის ფილმში მთავარ როლს ასრულებს

ელენე მახარაშვილი ბერძენი რეჟისორის ფილმში მთავარ როლს ასრულებს

ელენე მახარაშვილი წლების წინ ამერიკაში გაემგზავრა, სამსახიობო კურსზე ჩაეწერა და ოცნებების რეალობად ქცევა თავადვე დაიწყო. პირველი წარმატებული პროექტის შემდეგ, სადაც ელენე ლეგენდარულ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად მონაწილეობდა, მსახიობი ორგზის ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის ფილმში, მთავარ როლში გვევლინება.

ზევით