ღვთაებრივი ანიტა ეკბერგის ცხოვრება საკულტო როლამდე და მას შემდეგ
#კინოანიტა ეკბერგმა სამოდელო კარიერა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო, 20 წლის ასაკში ანიტა მის შვედეთი გახდა და 1951 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მის სამყაროს კონკურსზე გაემგზავრა.
ანიტა ეკბერგმა სამოდელო კარიერა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო, 20 წლის ასაკში ანიტა მის შვედეთი გახდა და 1951 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მის სამყაროს კონკურსზე გაემგზავრა.
ულამაზესი პანორამული ხედებისა და სვანური კოშკების ფონზე, 26 თებერვალს. სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი - „თეზოს თასი“ მერვედ გაიმართება. ტურნირი ამჯერადაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება 18 წლიდან ყველა მსურველს შეუძლია (გარდა პროფესიონალი სპორტსმენებისა).
ფერისა და ფორმის წყალობით ემოციების გამომხატველმა ენამ, ნამდვილმა ოსტატობამ ფრანგ მხატვარსა და მოქანდაკე ანრი მატისს დიდი აღიარება მოუტანა და თანამედროვე ხელოვნების წამყვან ფიგურად აქცია. ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა სახელოვნებო წრეებს გვიან შეუერთდა, თუმცა ინტენსიური ფერების, გამარტივებული ნახატისა და ბრტყელი გამოსახულების მეშვეობით საკუთარი სახელის დამკვიდრება და უკვდავყოფა ძალიან მალე მოახერხა.
ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ჭამის სცენები წიგნებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია, მას რეალურად შეუძლია ემოციების აღძვრა და წიგნის პერსონაჟებთან ჩემი დაკავშირება
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეპოქალური ნოველის გამოსვლიდან ერთი საუკუნის შემდეგ, „დიდი გეტსბი“ დეკადენტურ ფლაპერებთან, შამპანიურის შადრევნებთან, დაუსრულებელ, ხმაურიან, თავზე ხელაღებულ წვეულებებთან ასოცირდება, თუმცა ეს სწორედ ის უტრირებული ინტერპრეტაცია გახლდათ დიდებული წიგნისა, რომლითაც თავად ფიცჯერალდიც კი აღშფოთებული და განაწყენებული იყო, მისი „დიდი გეტსბის“ იდეის შესახებ ხომ რეალური წარმოდგენა თითქმის არავის ჰქონდა შექმნილი.
იაიოი კუსამა თანამედროვე ხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა, იაპონელი მხატვარი, რომელიც ფემინიზმის, მინიმალიზმის, სიურეალიზმისა, პოპ-არტისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ელემენტებით უკვე ათწლეულებია კონცეპტუალური ხელოვნებისთვის განუმეორებელ ნიმუშებს ქმნის და ყოველი ახალი ქმნილებით, ახალი ინსტალაციით მსოფლიოს გაოცებას კვლავინდებურად ახერხებს.
გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი სცენოგრაფია საგამოფენო სივრცეებს 20 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ლეგენდარული ქართველი სცენოგრაფისა და მხატვრის სოლიკო ვირსალაძის გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 14 იანვარს გაიხსნება. აღსანიშნავია ის ფაქტის, რომ ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება.
ინგმარ ბერგმანის მინისერიალი სახელწოდებით Scenes From a Marriage 1973 წელს გამოვიდა და არნახული პოპულარობა მოიპოვა, კინოკრიტიკოსების მაღალი შეფასებების მიუხედავად, სერიალს კრიტიკოსები სხვა სფეროში გამოუჩნდნენ და ფრანგი რეჟისორი და მისი ტელესერიალი განქორწინების მაჩვენებლის მკვეთრ მატებაში დაადანაშაულეს.
მე-20 საუკუნის განუმეორებელი ვარსკვლავი, რომელიც ისე შეიჭრა მაყურებლის ქვეცნობიერში, როგორც სხვა ვერავინ, ერთ დღესაც მოულოდნელად გადადგა თანამდებობიდან და ერთ-ერთ ფილმში წარმოთქმული ფრაზა: "მე მინდა ვიყო მარტო", თითქოს პირად იმიჯად იქცია.
ინფორმაციული, მხიარული, კარგად დაწერილი, ასევე კარგად შესრულებული და ცხადზე ცხადი გზავნილი საზოგადოებას, დღეს ადამ მაკეის ახალი ეკრანიზაციის Don’t Look Up-ის შესახებ მოგიყვებით.