კინოაკადემიის ახალმა დირექტორმა, კინოს სახლში დაგეგმილი, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერების“ ჩვენებები გააუქმა. ინფორმაციას თავად რეჟისორი სალომე ჯაში საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს.
„მიზეზი, რომელიც დირქტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ „ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს“ - წერს სალომე პოსტში.
„მოთვინიერების“ აღწერაში ვკითხულობთ: საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს: უზარამაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები.
კინოს სახლში „მოთვინიერების“ სეანსების გაუქმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დოკუმენტური ფილმის ჩვენება სხვადასხვა ლოკაციაზე დაიგეგმა. 2, 3, 4 მაისს 20:00 საათზე ფილმის ჩვენება ჰარაკი • Haraki-ში შედგება, 5 მაისს კი „მოთვინიერებას“ კაფე მზიური • Cafe Mziuri უმასპინძლებს.
„მოთვინიერება“ ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. მისი პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალსა და ბერლინალე ფორუმზე.
82-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსანტი ფილმების სია უკვე ცნობილია. The Diary გთავაზობთ გამორჩეულ ნამუშევრებს – პუტინის ბიოგრაფიული ტრილერიდან პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის ტრაგიკულ ისტორიამდე.
თუ ზაფხულის ბარგში მხოლოდ ერთი წიგნისთვის მოიტოვეთ ადგილი, ჩვენი სტატია საუკეთესოს არჩევაში დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ ხუთ შესანიშნავ წიგნს, მსოფლიო ბესტსელერებსა და დებიუტანტ ქართველ ავტორებს.
Devil Wears Prada გაგრძელება უკვე გადაღების პროცესშია, სადაც კვლავ ვიხილავთ ენ ჰეთეუეის, მერილ სტრიპს და ემილი ბლანტს. როდის გამოვა „ეშმაკი ატარებს პრადას 2“, რა ვიცით სიუჟეტზე და ვის ვიხილავთ მსახიობთა ახალ შემადგენლობაში?