კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე მუსიკალური თავგადასავლების მოყვარულთათვის, 15 აგვისტოს „ბლექ სი არენა“ ფრანგული დისკო-პოპ ბენდის L’Impératrice-ს კონცერტს Front Stage-ზე უმასპინძლებს. Front Stage შავი ზღვის არენის ექსპერიმენტული სცენაა და ღონისძიებების ღია სივრცეში გამართვის საშუალებას იძლევა.
ფრანგული დისკო-პოპ ბენდი L’Impératrice 2012 წელს დაფუძნდა. თანამედროვე დისკოსა და ფრანგული პოპის შერწყმით შექმნილმა მუსიკამ L’Impératrice-ს მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი და თანამედროვეობის ერთ-ერთ ცნობილ ბენდად ჩამოაყალიბა. ბენდის წევრები არ მალავენ, რომ მათი მთავარი შთაგონების წყარო Daft Punk იყო.
ცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში L’Impératrice-მა უკვე ორი ალბომი და რამდენიმე მინი ალბომი ჩაწერა. ფრანგული ბენდისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სინგლები Sonate Pacifique და Agitations Tropicales.
„ბენდის ბოლო ნამუშევარი Tako Tsubo 2021 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სწორედ ამ ალბომით დაანონსებული ტურის ფარგლებში ეწვევა ბენდი საქართველოს და კონცერტს Black Sea Arena-ის ეზოში გამართავს“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.
L’Impératrice-ის ბილეთების შეძენა 2 მაისის 12:00 საათიდან, „ბლექ სი არენას“ ვებგვერდ www.bsa.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი. ბილეთები კალათებად გაიყიდება: პირველი კალათა – 80₾; მეორე კალათა – 100₾ და კარზე – 120₾.
82-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსანტი ფილმების სია უკვე ცნობილია. The Diary გთავაზობთ გამორჩეულ ნამუშევრებს – პუტინის ბიოგრაფიული ტრილერიდან პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის ტრაგიკულ ისტორიამდე.
თუ ზაფხულის ბარგში მხოლოდ ერთი წიგნისთვის მოიტოვეთ ადგილი, ჩვენი სტატია საუკეთესოს არჩევაში დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ ხუთ შესანიშნავ წიგნს, მსოფლიო ბესტსელერებსა და დებიუტანტ ქართველ ავტორებს.
Devil Wears Prada გაგრძელება უკვე გადაღების პროცესშია, სადაც კვლავ ვიხილავთ ენ ჰეთეუეის, მერილ სტრიპს და ემილი ბლანტს. როდის გამოვა „ეშმაკი ატარებს პრადას 2“, რა ვიცით სიუჟეტზე და ვის ვიხილავთ მსახიობთა ახალ შემადგენლობაში?