$25 მილიონიანი სარჩელი და დიდი სკანდალი BALENCIAGA-ს სარეკლამო კამპანიების გარშემო
#მოდაბოლო ორი კვირის განმავლობაში, ფრანგული მოდის სახლი Balenciaga კრიტიკის ქარ-ცეცხლშია მოყოლილი. თითქოს ერთი სახალხო ბოდიში დასრულებული არ ჰქონდა Balenciaga-ს წარმომადგენლობას, რომ ახალმა სკანდალმა იჩინა თავი. საქმე მოდის სახლის ახალ სარეკლამო კამპანიებს: სადღესასწაულო Toy Stories და Adidas-თან კოლაბორაციით გამოშვებულ კამპანიას უკავშირდება.