YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
ტრენდები იცვლება სეზონიდან სეზონამდე, მათ ცვლილებებს კი აქტიურად ვადევნებთ თვალს როგორც მოდის ჩვენებებზე, ასევე ქუჩის მოდაში, თუმცა არის სამოსი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და მათ შორის არის შავი ტყავის (დღეს კი ეკო ტყავის) ქურთუკი.
ბაიკერის საკულტო ქურთუკი რომ არასდროს კარგავს აქტუალობას, ამაზე მოდით ყველა ერთხმად შევთანხმდეთ, თუმცა მან 2022 წლის შემოდგომაზე ტრენდული ლუქის აუცილებელი ელემენტის როლი მოირგო. ასე რომ, თუკი თქვენს გარდერობში ტყავის ქურთუკი საპატიო ადგილას არ იკავებს, მაშინ დროა გარდერობის განახლებაზე იფიქროთ.
ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა ვეძებეთ ამა თუ იმ ონლაინ მაღაზიებში, თქვენთვის ტყავის ქურთუკის საუკეთესო ვერსიები შევარჩიეთ. შეგახსენებთ, შავი პარასკევის კვირეული დაიწყო და შესაძლოა თქვენთვის სასურველი ლუქი ძალიან ხელსაყრელ თანხაშიც კი შეიძინოთ.
1.უკვე კლასიკად ქცეული ქურთუკი, ACNE STUDIOS
2. ZARAს ქურთუკი, როგორც ACNE STUDIO-ს ბიუჯეტური ვერსია
1. ქართული ბრენდის MATERIEL-ის თანამედროვე სტილის ქურთუკი
4. SAINT LAURENT-ის ბაიკერის საკულტო სილუეტის შავი ქურთუკი
5. ნიუ-იორკული ბრენდის KHATIE ბომბერის სტილის ტყავის ქურთუკი რკინის დეტალებით