სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
ისი პარიმ შატო მუხრანში მაკო და მე, იქ, სადაც ძირითადად ქართული სამეფო ოჯახის ლეგენდების აღმოსაჩენად დავდივართ რედაქციასთან ერთად, პაკო რაბანის ახალი სუნამოს Fame-ს სურნელის შესაგრძნობად მიგვიწვია.
მთელი საღამო ფრანგული სტილითა და კულტურით იყო გაჟღენთილი. ბაგრატიონთა ისტორიის ლაბირინთებში დაკარგულ სტუმრებს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ჯერ შატო მუხრანის "შამპანურით" გაგვიმასპინძლდა, შამპანური ხომ მეფეთა სასმელია, მეფეა სასმელების, როგორც ფრანგი მწერალი, გი დე მოპასანი აღნიშნავდა ხოლმე; მოგვიანებით კი, სასახლის ერთ-ერთ დარბაზში ასევე ფრანგული სადილი გაგვიშალა, რომელიც შატო მუხრანის შესანიშნავი ღვინოების თანხლებით ხანგრძლივ ბაასსა და ვახშამში გადაიზარდა. შეუძლებელია განსაკუთრებულად არ აღვნიშნო შეფი, ალექსანდრე ტატიშვილი, რომელმაც ფრანგული რეცეპტების შესანიშნავი კერძებით თავი სამუდამოდ დაგვამახსოვრა.
საკმაოდ რთული აღმოჩნდა კერძების შემდეგ საპრეზენტაციო დარბაზში გადანაცვლება, თუმცა, იქ პაკო რაბანის ახალი სუნამოს გასაოცარი სურნელი ტრიალდება და გვიმხობდა. ისი პარის კონტენტის მენეჯერმა, ლინა ქალდანმა კი სუნამოს კონცეფცია დეტალურად გაგვაცნო.
FAME, ზუსტად გამოხატავს პაკო რაბანის მიერ წარმოდგენილ ქალს, ნათელი, თავდაჯერებული და მრავალმხრივ ნიჭიერი ქალბატონი, რომელიც დიზაინერის მთავარი მუზაა.
პრეზენტაციის შემდეგ კი ყველაზე სასიამოვნო მომენტი დადგა, საჩუქრები, საჩუქრები და კიდევ საჩუქრები, რომლებიც არც არასდროს დამთავრდა!
ჰო, ასევე ძალიან საინტერესო იყო საჰაერო ბუშტები, რომლებსაც გრანდიოზული ფეიერვერკის თანხლებით სურვილები ჩავუთქვით და ჰაერში გავუშვით. ვნახოთ, ვნახოთ რა ძალა აქვს ისი პარის სურვილების ბუშტებს, ის კი ნამდვილად მეთქმის რომ პაკო რაბანის Fame ამ დღიდან ჩემი სუნამოების ტოპ 10-ში საპატიო ადგილს იკავებს.
წვეულების ფოტოების დასათვალიერებლად კი ალბომი ჩასქროლეთ: