DUCHI - ნეოკლასიკურ აქსესუარებში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციები
#მოდაძნელია სოციალურ ქსელში გვერდი აუარო და შეუმჩნეველი დაგრჩეს ორიგინალური სამკაულების ბრენდი რომელიც ჯერ შენს ყურადღებას, ძალიან მალე კი გულსაც იპყრობს. აქსესუარების ქართული ბრენდი Duchi ქართულ ბაზარზე 7 წლის წინ გამოჩნდა და არსებული კონკურენციის მიუხედავად, აქსესუარებში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციებით, ისტორიითა და მრავალფეროვნებით თავის დამკვიდრება მარტივად მოახერხა.