ზენდაიას ახალი ლუქი Emmy Awards-ზე
ზენდაია Emmy Awards-ზე „Euphoria-ს“ ფინალური სეზონისთვის იყო ნომინირებული. მსახიობმა Prada-ს კაბა, ახალი pixie ვარცხნილობა და 1990-იანი წლების მაკიაჟი შეარჩია.
არც ფლიპ-ფლოპები და მითუმეტეს არც „შლოპანცები“, ენათმეცნიერების ინსტიტუტის განცხადებით, ყველაზე პოპულარული საზაფხულო ფეხსაცმლის ზუსტი ქართული შესატყვისი შლაპუნაა და ჩვენც დიდი სიამოვნებით დავამკვიდრებთ ამ ტერმინს გავრცელებული ბარბარიზმის ნაცვლად.

იცოდით, რომ შლაპუნების წინაპარი ძველ ეგვიპტეშია აღმოჩენილი? იმ პერიოდში მსგავსი ფეხსაცმელი პაპირუსისგან და პალმის ფოთლებისგან მზადდებოდა. ეს ადრეული ვერსიები, უფრო დახვეწილი დიზაინით, საკმაოდ განსხვავდებოდა თანამედროვე შლაპუნებისგან.
შლაპუნების თანამედროვე ვერსია გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოიგონეს, ახალი სტილი მარტივი რეზინის ძირისგან და ორი თასმისგან შედგებოდა. ფეხსაცმელმა მალევე მოიპოვა პოპულარობა ზღვისპირა დასვენების თუ სანაპიროზე სეირნობის მოყვარულთა და სერფერთა შორის და საზაფხულო მოდის სიმბოლოდაც კი იქცა მთელ მსოფლიოში.
შლაპუნები, არც 2023 წელს ტოვებენ ჩვენი Summer essentials სიას, დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ, მოდურ და ლამაზ შლაპუნებს, რომლებიც თქვენს საზაფხულო ვოიაჟს დაამშვენებენ:
Lotta Flip Flop (Women)
Serene Leather Flip Flop (Women)
Capri Flip Flop (Women)
Agave Flip Flop (Women)
BIRKENSTOCK - Gizeh EVA Coral Peach
Slim Square Flip Flop (Women)