სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
ჩვენ, ყველას შეგვწევს იმის უნარი, რომ ყველაზე პატარა ცვლილებებითაც კი დიდი ზეგავლენა მოვახდინოთ სამყაროზე, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა დედამიწის უკეთეს ადგილად ქცევისთვის?! დღესდღეობით, თითქმის ნებისმიერ ინდუსტრიაში, მათ შორის სილამაზის სამყაროშიც, მოიძებნება პლასტმასისა და სხვა არა გადამუშავებადი პროდუქტის ეკომეგობრული ალტერნატივა. დღევანდელი ჩვენი სტატია არ წარმოადგენს თქვენი ამჟამინდელი სილამაზის პროდუქტების თავიდან მოცილების მცდელობას, ის უფრო მითითებაა, იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი შენაძენის გაკეთებისას მეტად გააზრებულად და რაციონალურად.
1. ენდეთ იმ ადგილს, სადაც შოპინგობთ
LEO SOAP BAR
ჩვენი სილამაზის რუტინის მეტად ეკომეგობრულად ქცევის მცდელობა, პირველ ყოვლისა, იმ ადგილების ძებნით იწყება, სადაც ერთ სივრცეში მოვახერხებთ სუფთა და ბიოდეგრადირებადი პროდუქტების შეძენას. დღეს, ერთი გამორჩეული პლატფორმა big beauty უნდა გაგაცნოთ, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს მდგრადი ბრენდებისა და ხარისხიანი პროდუქტების ფართო ასორტიმენტს.
2. Kiehl's Facial Bar
Rare Earth Deep Pore Purifying Concentrated Cleansing Bar
ინოვაციური, კომპაქტური პროდუქტი Kiehl's Facial Bar-ი, Future Made Better-ის ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა და დამზადებულია ხუთჯერ ნაკლები წყლით, ვიდრე მისი თხევადი გამწმენდი. თითოეული სახის გამწმენდი ბარი 96%-ით ბიოდეგრადირებადია და დაგეხმარებათ თქვენი პლასტმასას ნარჩენების შემცირებაში.
3. კარგად დაფიქრდით კბილის ჯაგრისის შეძენამდე
The Humble Co. Bamboo Toothbrush Adult
თუ ახალი კბილის ჯაგრისის შეძენა გაქვთ განზრახული, რატომ არ უნდა გააკეთოთ არჩევანი ბამბუკის ფერად ჯაგრისებზე, რომლებიც 100%-ით ბიოდეგრადირებადია?
4. ტამპონების შეცვლის დროა
FLO ECO-APPLICATOR TAMPONS
არაფერია, თუკი მენსტრუალურ ჭიქებს ალღო ვერ აუღეთ, ჯერ კიდევ არსებობს ეფექტური საშუალებები, რათა თქვენი მენსტრუალური პერიოდი უფრო ეკოლოგიურად სუფთად აქციოთ. ეს გახლავთ 100%-ით ორგანული ბამბისგან დამზადებული ტამპონები, რომლებიც არა მხოლოდ ეკოლოგიისთვის, არამედ თქვენი ჯანმრთელობისთვისაც უფრო სასარგებლოა.
5. სამუდამოდ დაივიწყეთ ბამბის დისკები
WIPE OUT MICROFIBRE CLEANSING CLOTHS
თუ დაფიქრდებით რა რაოდენობის ბამბის დისკებს მოიხმართ ყოველკვირეულად? ყოველთვიურად ან ყოველწლიურად? იქნებ დროა თქვენს ფინანსებს და დედამიწას ერთდროულად გაუფრთხილდეთ და ბამბის დისკები ეკომეგობრული ალტერნატივით - მრავალჯერადი გამოყენების მდგრადი ქსოვილით ჩავანაცვლოთ?
6. შამპუნი პლასტმასის გარეშე
Jason and the Argan Oil SHAMPOO BAR
შამპუნები არ საჭიროებენ პლასტმასის შეფუთვას, თუ მათ მყარ ფორმაში შევიძენთ. შამპუნის ბარები ბევრად კომპაქტური და მარტივად სატარებელია და ამავდროულად ძალიან დიდხანსაც გეყოფათ.
7. დაემშვიდობეთ პლასტმასასგან დამზადებულ ყურის ჩხირებს
Essential Cotton Buds
კიდევ ერთი მარტივი გზა და საშუალება ეკომეგობრული კულტურის გამომუშავების გზაზე, პლასმასას ყურის ჩხირების, ქაღალდის ალტერნატივით ჩანაცვლება იქნება. FSC-ისგან დამზადებული ქაღალდები ამ პროდუქტს ბიოდეგრადირებადს ხდიან.
8. ყურადღებით შეარჩიეთ ფუნჯების ნაკრები
EcoTools On The Go Style Kit
ჩვენი ფუნჯების ნაკრების განახლების დრო იშვიათად დგება, მაგრამ როდესაც ამ ნაბიჯს გადავდგამთ, უმჯობესი იქნება არჩევანი მდგრად ბრენდზე გავაკეთოთ, რომელიც იქნება cruelty-free და იმავდროულად დამზადებული ბამბუკის სახელურებისგან.
9. მოიძიეთ ეკოლოგიურად სუფთა მაკიაჟი
Lip Stick Long-Wearing Lip Crayon
როდესაც ახალი ტუჩსაცხის ყიდვას გადაწყვეტთ, თვალი შეავლეთ ბრენდებს, რომლებიც მდგრად პროდუქტებს და გადამუშავებად შეფუთვას იყენებენ.
10. Claws by Tiger
CLAWS KIT - AMAZON GREEN
ბრენდი Claws by Tiger ლოქდაუნის პერიოდში შექმნილი პროდუქტია, რომლის მიღმაც ტაიგერ ტეილორი დგას. მსოფლიო პანდემიის პერიოდში შეჩერებული სილამაზის ინდუსტრია, ტეილორისთვის, იმის აღმოჩენის საშუალებად იქცა, რომ მისი საყვარელი აკრილის ფრჩხილები სერიოზულად აბინძურებდა დედამიწას და ამ პრობლემის გადაჭრის გზებმა ბიოდეგრადირებად Claws by Tiger-მდე მიიყვანა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეკოლოგიურად მეგობრული პროდუქტების არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ კომპრომისზე მივდივართ და ხარისხს უკანა პლანზე ვაყენებთ, თითოეული პროდუქტი, რომელიც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგინეთ არის ისეთივე ეფექტური, გამძლე და ხარისხიანი, როგორიც მისი არა ეკომებობრული ვერსია იქნებოდა.