MAO.GE - ორი მეგობრის იდეა, რომელიც დიდ მოდურ შთაგონებად იქცა
#GOGO!მოდის ტრენდებითა და ტენდენციებით, გემოვნებიანი ჩაცმულობებით, თუ უბრალოდ ესთეტიკური ფოტოებით დაინტერესებულთა სიახლეების გვერდზე, MAO.GE ერთხელ მაინც აუცილებლად მოხვდებოდა. უკვე წლებია, რაც MAO.GE მოდის მოყვარულთათვის საყვარელ street style გვერდად იქცა. ბრენდად ჩამოყალიბებული ბლოგის უკან კი მეგობრები, იზაბელა და მაკუნა დგანან, რომლებიც მოდის სიყვარულმა, ათიათასობით გამომწერთან ერთად გააერთიანა.