ლიტერატურული მაგიის ჯადოქარი - გაბრიელ გარსია მარკესი
#ლიტერატურა1927 წლის 6 მარტს კოლუმბიის ქალაქ არაკატაკაში დაბადებული მომავალი მწერალი, ბებია-ბაბუამ გაზარდა. ბაბუა არმიის ოფიცერი იყო, რომელმაც მარკესის პოლიტიკური იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, ხოლო ბებია მას მაგიასა და ჯადოქრობებზე ისტორიებს უყვებოდა, ამ ყველაფრის სინთეზმა კი მოგვიანებით დიდი გავლენა მოახდინა მარკესის ჯადოსნური რეალიზმის მწერლობაზე.