და თქვენ იცით, რა გაცვიათ? H&M-ის გადამუშავებული მოდა
#მოდაამ წუთას რომ ადგეთ და საკუთარი კარადა გამოაღოთ, H&M-ის ერთი-ორ ნივთს თვალს აუცილებლად მოკრავთ. ამას საფუძვლიანი მიზეზი აქვს. შვედური მწარმოებლის გამორჩეული და ინოვაციური მიდგომები მის მსოფლიო პოპულარობაზე პირდაპირ აისახება. უკვე დიდი ხანია, რაც ბრენდმა ორიენტირი ორგანული და გადამუშავებული მოდის მიმართულებით აიღო, 2021 წლის გაზაფხულისთვის კი სრულად ორგანული და გადამუშავებული, ნატურალური ქსოვილებით შექმნილი კოლექცია შემოგვთავაზა.