კემბრიჯის ჰერცოგინია იუბილარია
#სამეფო ოჯახიქეით მიდლტონმა მთელს სამყაროს თავი შეაყვარა ბავშვური ღიმილითა და სიკეთით, რომელსაც მუდამ ასხივებს. კემბრიჯის ჰერცოგინიას სტილი, კი სრულიად ბრიტანეთისა და დანარჩენი სამყაროს ფემინური ნაწილის მისაბაძი გახდა
ქეით მიდლტონმა მთელს სამყაროს თავი შეაყვარა ბავშვური ღიმილითა და სიკეთით, რომელსაც მუდამ ასხივებს. კემბრიჯის ჰერცოგინიას სტილი, კი სრულიად ბრიტანეთისა და დანარჩენი სამყაროს ფემინური ნაწილის მისაბაძი გახდა
ზამთრის ფეხსაცმლის ტრენდის გამოცნობა პოკერის თამაშს წააგავს. წინასწარ არასდროს იცი, ვის რა გადაუტრიალდება თავში. შესაძლოა რომელიმე დიზაინერის ახალი კოლექციიდან ფეხსაცმელმა პირდაპირ მასებში გადმოინაცვლოს, ან პირიქით, კარგად დავიწყებული ძველი ახლებურად გაცოცხლდეს. წელს ასეც მოხდა! ისევ UGG-ების დროა, თუმცა ამჯერად ტრენდი ცნობილი ფეხსაცმლის მინი ვერსიაა.
ზოე კრავიტსის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, მეტიც, ახალგაზრდა მსახიობი ქმართან დაშორების შემდეგ გაცილებით ენერგიული და დაკავებულია, ვიდრე ოჯახური ცხოვრების დროს. მომღერალი ლენი კრავიტსის ქალიშვილმა ცნობილ ფრანგულ ბრენდთან, Yves Saint Laurent-თან მორიგი კოლაბორაცია ახალი ტუჩსაცხის სახით შემოგვთავაზა.
წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა კარანტინის დროს შექმნილი ფილმი? ან, არ წამოიდგინოთ და პირდაპირ Malcolm & Marie-ის გამოსვლას დაელოდეთ. ინდი ნამუშევარი, რომელშიც მხოლოდ 24 წლის ზენდაია და 36 წლის ჯონ დევიდ უოშინგტონი თამაშობენ, მთლიანად პანდემიის დროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების გათვალისწინებით შეიქმნა.
შია ლებაფის საქმე ცუდადაა. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, მსახიობს თავს არა ერთი დამსახურებული უბედურება დაატყდა. ცნობილი გამოცემის, PEOPLE-ის ცნობით, ლებაფი შეყვარებულმა მიატოვა, ამის მიზეზი კი ექსცენტრიული ვარსკვლავის ყოფილი მეგობარი გოგოა, რომელიც მსახიობს ფიზიკური და მორალური ძალადობის გამო უჩივის.
Hollywood-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დიდხნიანი ქორწინება ოფიციალური არაა. 74 წლის გოლდი ჰოუნი და 69 წლის კურტ რასელი უკვე 37 წელია შეყვარებულების სტატუსს ატარებენ. წყვილს, რომელმაც ყველა ჰოლივუდირი კლიშე დაამსხვრია, 4 შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს.
ბიორევიტალიზაცია, მისი უნივერსალური ეფექტისა და სწრაფი, შესამჩნევი შედეგის გამო, იმ იშვიათ ჩამონათვალს მიეკუთვნება, რომელიც კანის სტრუქტურის გაჯანსაღებას, გამკვრივებასა და დატენიანებას ნებისმიერი ტიპის კანისა და ყველა ასაკის ქალბატონისთვის თანაბარი წარმატებით ახორციელებს
2021 წელი არც ისე სასიხარულო სიახლით დაიწყო, ერთი-ერთი ყველაზე ვარსკვლავური წყვილი კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი განქორწინდებიან. თუმცა, არიან სხვა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წყვილები, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, რომელთა მრავალწლიანი თანაცხოვრება და ურთიერთობები ნამდვილ აღტაცებას იწვევს
ორი, უდიდესი ისტორიის მქონე ბრენდი Gucci და The North Face გაერთიანდა და კემპინგის მოყვარულებისთვის სპეციალური კოლექცია შექმნა. რომელიც არა მხოლოდ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მოიცავს, არამედ ბუნებაში მოგზაურობისთვის ისეთ აუცილებელ აქსესუარებს, როგორიცაა საძილე ტომარა და ტენტი
ჭკვიანი და ლამაზი დაფნა ბრიჯერტონი მაღალი საზოგადოების წინაშე წარდგება და არამხოლოდ მამაკაცების, არამედ თავად დედოფლის გულსაც დაიპყრობს. სამწუხაროდ, ძმის გადამეტებული ზრუნვის გამო, დედაქალაქის ერთ-ერთი შესაშური პატარძალი თაყვანისმცემლების გარეშე დარჩება