JUNO-ს ვარსკვლავი ცოლს შორდება
US Weekly-იმ ამერიკელი მსახიობის - ელიოტ პეიჯისა და მისი ცოლის - ემა პორტნერის განქორწინების ამბავი 26 იანვარს გაავრცელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ წყვილი უკვე თვეებია ცალ-ცალკე ცხოვრობს.
US Weekly-იმ ამერიკელი მსახიობის - ელიოტ პეიჯისა და მისი ცოლის - ემა პორტნერის განქორწინების ამბავი 26 იანვარს გაავრცელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ წყვილი უკვე თვეებია ცალ-ცალკე ცხოვრობს.
მისი ფილმები ნებისმიერი გემოვნების მქონე კინო მოყვარულების მოკლე სიაში ხვდება. ის ერთდროულად ხალისიანი, ჭკვიანი, სევდიანი, ზედაპირული და ამავდროულად ძალიან ემოციურია. ოსკაროსანი სანდრა ბულოკის კინო კარიერა მრავალფეროვანი, საინტერესო და ფასდაუდებელია. თუმცა, არ ჩათვალოთ, რომ ქალი, რომელიც საკუთარ პირადზე ღიად ხშირად არ საუბრობს, თაყვანისმცემლების ნაკლებობას უჩივის, ან წარსული ურთიერთობების ვრცელი ჩამონათვალით ვერ დაიკვეხნის.
ფრანგული მოდის სახლის კოლექციის ონლაინ ჩვენება ლინდა რონსტადის ემოცური სიმღერის Be My Baby თანხლებით დაიწყო. Chanel-ის ჩვენება გაზაფხულის ნამდვილი ზეიმი იყო, რომელსაც ბრენდის ამაბსადორები მარიონ კოტილიარი, პენელოპა კრუსი,ლილი-როუს დეპი, ვანესა პარაიდისი, შარლოტა კაზირაგი და ბრენდის სხვა ამბასადორები დაესწრნენ
მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია კიურიმ შესანიშნავი კოლექცია შექმნა, რომელიც ფემინურ და მასკულინურ ქალს ერთდროულად გამოხატავს. ეს ყველაფერი ფილმის რეჟისორმა, მატეო გარონემ ტაროს იდუმალ და პლურალისტულ სილამაზესთან სინთეზში გადმოსცა.
მერე რა, რომ სილამაზის სფერომაც ვირტუალურ სამყაროში გადმოინაცვლა. შექმნილ სიატუაციას ახალი იდეების გენერირებისთვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია. მცირე დეტალებზე უფრო მეტი დაკვირვების და ეკრანებთან მობილიზებული კრიტიკოსების წყალობით, 2021 წლის გაზაფხულის ტრენდები ისეთი მრავალფეროვანი და დახვეწილია, როგორც არასდროს. მსოფლიო მოდის სახლებმა, ახალი კოლექციებით, სამოსთან ერთად ვარცხნილობის, მაკიაჟს, თუ მანიკურის ახალი ტრენდები შექმნეს. ამჯერად The Diary-ის გუნდი მოახლოებული გაზაფხულის მანიკურის მთავარ ტენდენციებს გაგაცნობთ.
საინტერესოა თუ როგორ განვითარდა ამ 10 წლის განმავლობაში მთავარი გმირების ცხოვრება. ნუთუ კერი ბრედშოუს და მისტერ ბიგს ისევ ისე ძლიერად უყვართ ერთმანეთი? ან მირანდა და სტივს მეორე შვილი ხომ არ შეეძინათ? ნეტა, შარლოტა როგორ უმკლავდება საოჯახო საქმეებს? ალბათ ამ და სხვა ამბებს, ძალიან მალე გავიგებთ, მანამდე კი Sex and the City-ს ქორწილების საუკეთესო მომენტებს გაგახსენებთ
თხელკანიანი გოგრა სავსეა უამრავი ვიტამინითა და მინერალით. ერთი ჭიქა მომზადებული გოგრის მიღებით, სხვა მაკრონუტრიენტებთან ერთად, თქვენ მიიღებთ A ვიტამინის დღიური ნორმის 450%-ს, C ვიტამინის დღიური ნორმის 50 %-ს ,უჯრედისის დღიური ნორმის 25 %-ს და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დღიური ნორმის 10 %-ს
ყოფილ ქმართან დაშორების შემდეგ, კორტნი კარდაშიანის ცხოვრებაში მამაკაცი პირველად გამოჩნდა. რეალითი შოუს ვარსკვლავი ცნობილი პანკ-როკ ჯგუფის - Blink 182-ის ყოფილ დრამერს ხვდება. ინფორმაცია ოფიციალურმა წყარომ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა.
პოპ ლეგენდის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ერთი შეხედვით ექსცენტრიული და სკანდალური ბრიტნი სპირსის კარიერისა, თუ პირადი ცხოვრების დეტალები ყოველთვის სააშკარაოზე იყო გამოტანილი, მაგრამ New York Times-ის ახალი დოკუმენტური ფილმის გამოსვლა საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ბიოგრაფიული ფილმი მომღერლის კარიერის გამორჩეულ, თუ რთულ მომენტებს, მისი მენტალური პრობლემების პერიოდს და მამასთან ურთიერთობას მოიცავს.
გოგრის წვნიანი ჯანსაღი და საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი კერძია. აუცილებლად შეიყვანეთ ვიტამინებით გაჯერებული გოგრა ზამთრის ცივი დღეების რაციონში