ყველაფერი, რაც ჰიალურონის მჟავაზე უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც ჰიალურონის მჟავაზე უნდა იცოდეთ

ჰიალურონის მჟავა  ჰიდროფილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად შედის წყალთან რეაქციაში. ანუ, ჰიალურონს უყვარს წყალი, წყალი კი ორგანიზმისა და კანის ახალგაზრდობისა და სილამაზის წყაროა. სწორედ ამიტომ, ჰიალურონის მჟავა ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში აბების, სერუმებისა და ინიექციების სახით, ვინაიდან წარმოადგენს ნაოჭების შემავსებელ #1 პრეპარატს.

REVLON-ის რევოლუციური გზა და ბრენდის საუკუნოვანი ისტორია

REVLON-ის რევოლუციური გზა და ბრენდის საუკუნოვანი ისტორია

ამერიკული მულტინაციონალური სილამაზის, თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდი Revlon სათავეს მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში (1931 წლის 1-ელი მარტი) იღებს, როდესაც თითქმის საუკუნოვანი ბრენდის ისტორიას ძმები ჩარლზ და ჯოზებ რევსონები, ქიმიკოს ჩარლზ ლაჩმანთან ერთად დიდი დეპრესიის პერიოდში უყრიან საფუძველს.

„გამარჯობა გელა“ - ნანა ჩარკვიანის წერილი გელას

„გამარჯობა გელა“ - ნანა ჩარკვიანის წერილი გელას

9 ნოემბერს, თბილისში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, პედაგოგი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის მფლობელი გელა ჩარკვიანი. ყოველი მომდევნო რეგალია და წოდება გელას ცხოვრებაში მხოლოდ ნაწილი იყო იმ დიდებული პიროვნებისა, რომელიც საქართველომ რამდენიმე დღის წინ დაკარგა.

Downton Abbey: A New Era-ს თიზერი თქვენთან შესახვედრად მზად არის

Downton Abbey: A New Era-ს თიზერი თქვენთან შესახვედრად მზად არის

ბრიტანელები ბრუნდებიან! Focus Features-მა Downton Abbey: A New Era-ს თიზერი გაგვიზიარა და პირველი რაც შეგვიძლია გითხრათ ის არის, რომ კროულები სამხრეთ საფრანგეთს შტურმით იღებენ.

„გალერეა შარდენი“ ვერა ფაღავას პერსონალურ გამოფენაზე გვეპატიჟება

„გალერეა შარდენი“ ვერა ფაღავას პერსონალურ გამოფენაზე გვეპატიჟება

საფრანგეთში, 1944 წლის ერთი მშვენიერი დღე იქნებოდა, როდესაც გალერისტ ჟონ ბიუშეს ჩანაფიქრმა ხელშესახებ რეალობად გარდაქმნა დაიწყო. პიკასოს ცოლის დორა მაარის გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს აბსტრაქტული მონახაზების წონასწორობა, მათი სიბსუბუქე და ჰაეროვნება, რომლის მიღმაც ბიუშეს რჩეული და ფავორიტი გოგო - ქართველი ემიგრანტი ქალი მხატვარი ვერ ფაღავა იდგა.

ენი ლებოვიცის ფოტოკრებულში მოყოლილი მოდური ისტორიები

ენი ლებოვიცის ფოტოკრებულში მოყოლილი მოდური ისტორიები

ათწლეულების განმავლობაში ენი ლებოვიცი ქმნიდა მოდის ფოტოგრაფიის პირად ისტორიას, ისტორიას ცვლილებებზე, გარდაქმნებზე, ახლებური პერსპექტივიდან რეალობის დანახვაზე და ზღვარზე, რომელიც რეალურსა და არარეალურ სამყაროს შორის გადის. სწორედ ამ ათწლეულების გამოცდილებას და შეუდარებელ ფოტოკადრებს მოუყარა ენიმ თავი ახალ წიგნში, ფოტოებს, რომლებიც მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს, პერიოდსა და ხედვას აღბეჭდავენ.

ნაქსოვი ჟილეტი - 90-იანების სტილი ბრუნდება

ნაქსოვი ჟილეტი - 90-იანების სტილი ბრუნდება

თუკი გსურთ რომ ქალაქში ყველაზე ტრენდული გოგო იყოთ, არჩევანი რეტრო სტილის ჟილეტზე გააკეთეთ, ან თუ მდგრადი მოდის მიმდევარი ხართ, აირჩიეთ გადამუშავებული ქსოვილის სამოსი ან ჩვენს ქალაქში არსებულ ვინტაჟურ მაღაზიებს ეწვიეთ.

რეცეპტი: მოცვისა და ბანანის კექსი

რეცეპტი: მოცვისა და ბანანის კექსი

სახლში მომზადებულ უგემრიელეს დესერტზე, რომელიც ფინჯან ჩაისთან ერთად ყველაზე სუსხიან ღამეებსაც კი გაგვილამაზებს, უარს არასდროს ვამბობთ, არც ახალი რეცეპტების აღმოჩენაზე ვიხევთ უკან, სწორედ ამიტომ დღეს, If.ge-თან ერთად ახალი, საოცრად არომატული და რაც მთავარია მარტივად მოსამზადებელი მოცვისა და ბანანის კექსის შესახებ უნდა გიამბოთ.

მონე, შალე, კლიმტი: საშემოდგომო პეიზაჟების ცნობილი ავტორები

მონე, შალე, კლიმტი: საშემოდგომო პეიზაჟების ცნობილი ავტორები

შემოდგომა წელიწადის დროების ნამდვილი საგანძურია, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი სეზონი, თავისი ფერთა გამით, გარდამავალი ტონებით, ფოთოლცვენითა და უმშვენიერესი დაისებით მნახველის აღფრთოვანებას არასოდეს წყვეტს. ეს სეზონი საუკეთესო დროა ბუნების ახლოდან აღმოსაჩენად და მის შესასწავლად და შესაგრძნობად, შთაგონებისთვის ერთი მაგიური პეიზაჟიც კი საკმარისია და ის თქვენი მეხსიერებიდან არასოდეს გაქრება.

თაღლითები და უხამსი შეთავაზებები: ემილი რატაკოვსკის პირადი ისტორია

თაღლითები და უხამსი შეთავაზებები: ემილი რატაკოვსკის პირადი ისტორია

რობინ ტრიკის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდების შემდეგ, ამერიკელი სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკი, ავტობიოგრაფიულ წიგნში My Body არა ერთ ცხოვრებისეულ დეტალზე გვესაუბრება, რომელიც მოდელს კარიერის ადრეულ ეტაპზე, 19 წლის ასაკში გადახდა თავს. პირველი ნაცნობები დიდ ქალაქში და გოგოები, რომლბსაც მარტივად დაუმეგობრდა, საშას ნაცნობები აღმოჩნდნენ, რომელიც მდიდარ მამაკაცებსა და ახალგაზრდა მოდელებს აკავშირებდა ერთმანეთთან.

ზევით