კომპანია Native Racha-მ პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტების დეგუსტაცია გამართა
#კულინარია29 ივნისს Native Racha-ს პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტების დეგუსტაცია „ბაზარი ორბელიანზე“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 20 სახეობის, თანამედროვე მეთოდით დამუშავებული ტრადიციული პროდუქცია. კომპანიამ სახელმწიფო სტრუქტურების, სხვადასხვა ორგანიზაციის, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს უმასპინძლა.