პარიზული გლამური SAINT LAURENT-ის გაზაფხულის კოლექციაში
#მოდა2016 წელს Saint Laurent-ის კრეატიული დირექტორის როლში, ახალგაზრდა და საოცრად ნიჭიერი იტალიელი დიზაინერი, ენტონი ვაკარელო მოგვევლინა. Saint Laurent-ი დიდი ხნით ადრე იქცა პარიზული ფუფუნების, სექსუალურობისა და დახვეწილების სინონიმად, თუმცა ენტონის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, მოდის სახლმა ძველი დიდებულება და ბრენდის 61-წლიანი ესთეტიკა, ვაკარელოს მინიმალიზმთან გააერთიანა და რაღაც ახალს და ამაღელვებელს დაუდო სათავე.