Balenciaga, Gap, Adidas - ცნობილი ბრენდები Ye-სთან თანამშრომლობას ერთმანეთის მიყოლებით წყვეტენ
#ცნობილებიBalenciaga-სა და Gap-ის შემდეგ, რეპერ Ye-სთან, რომელიც ქანიე ვესტის სახელითაა ცნობილი, თანამშრომლობა ტანსაცმლის გიგანტმა Adidas-მაც შეწყვიტა და განაცხადა, რომ არ მოითმენს ანტისემიტიზმს და სხვა სახის სიძულვილის ენას. Adidas-ის Yeezy ბრენდისა და Mr West-ის კოლაბორაცია კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პარიზის მოდის კვირეულზე რეპერი White Lives Matter წარწერიანი მაისურით გამოჩნდა.