თებერვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც მხედველობიდან არ უნდა გამოგეპაროთ

თებერვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც მხედველობიდან არ უნდა გამოგეპაროთ

ნაკლული დღეები თებერვალს, ნაკლებად მნიშვნელოვნად სულაც არ აქცევს, პირიქით, 28 დღეში იმაზე მეტი კულტურული ღონისძიება, გამოფენა, სპექტაკლი თუ კონცერტია მოქცეული, რომელსაც ზოგჯერ სრული თვეც კი ვერ გვთავაზობს. ღონისძიებებით დახუნძლულ თებერვალში ნამდვილად მოიძებნება ღონისძიებები, რომლებიც სხვაზე მნიშვნელოვანია და მათი მხედველობიდან გამორჩენა არაფრით არ შეიძლება.

10 სიმღერა, რომელიც მომღერლებმა ყოფილებს მიუძღვნეს

10 სიმღერა, რომელიც მომღერლებმა ყოფილებს მიუძღვნეს

მაილი საირუსის და შაკირას სუპერპოპულარული ჰიტების Flowers-ისა და Music Sessions #53-ის გამოსვლის შემდეგ, რომლებიც მომღერლებმა საკუთარ ყოფილებს მიუძღვნეს, დაშორების ახალ ბალადებად აქციეს და ამასთანავე თავიანთი სიმღერებით ქალების გაძლიერებასაც შეიწყვეს ხელი, მათ გარშემო საუბარი უბრალოდ არ წყდება.

მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მსახიობი, ოსკარზე ნომინირებული ფილმის („დასავლეთის ფრონტი უცვლელია“) რეჟისორის ედვარდ ბერგერის ახალ ფილმში „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

რა ფერია ევროპა? - 18 არტისტის ერთობლივი გამოფენა გალერეა N9-ში

რა ფერია ევროპა? - 18 არტისტის ერთობლივი გამოფენა გალერეა N9-ში

ამ წუთებში გალერეა N9-ში, 18 არტისტის ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით რა ფერია ევროპა მიმდინარეობს. 18 ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვანი, მათ შემოქმედებაში არეკლილმა ევროპამ გააერთიანა. დასავლური კულტურის თავისუფლების ხაზგასასმელად, წარმოდგენილი ნიმუშები ჩარჩოების გარეშეა გამოფენილი.

Tiktok დრამა, რომელმაც სილამაზის ინფლუენსერების სანდოობის საკითხი წამოჭრა

Tiktok დრამა, რომელმაც სილამაზის ინფლუენსერების სანდოობის საკითხი წამოჭრა

სილამაზის სამყაროს გავლენის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა, თუ რამდენიმე წლის წინ არსებობდა ჯანსაღი გარემო, სადაც კონტენტ კრეატორები მაკიაჟის გაკვეთილების, მიმოხილვებისა და რეკომენდაციების ვიდეოებს აზიარებდნენ, ახლა ეს გარემო საოცრად დრამატულია, დრამა სილამაზის სამყაროში არასდროს სრულდება.

10 ფილმი და სატელევიზიო შოუ, რომელსაც თებერვალში ველოდებით

10 ფილმი და სატელევიზიო შოუ, რომელსაც თებერვალში ველოდებით

რომანტიკული კომედიებით დაწყებული (რაც არ უნდა იყოს, თებერვალი ხომ სიყვარულის თვეა), ახალი სეზონებითა და მნიშვნელოვანი პრემიერებით დამთავრებული, The Diary-მ თქვენთვის რჩეული სია შეადგინა, რომლებიც ზამთრის ცივი დღეების გადატანაში დაგვეხმარებიან.

რამდენად უსაფრთხოა ულტრაიისფერი ფრჩხილის ლაქის საშრობი ხელსაწყო?

რამდენად უსაფრთხოა ულტრაიისფერი ფრჩხილის ლაქის საშრობი ხელსაწყო?

კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს ეს ულტრაიისფერი (UV) სინათლის გამოსხივება და დაადგინეს, რომ მათი გამოყენება იწვევს უჯრედების სიკვდილს და კიბოს გამომწვევ მუტაციებს ადამიანის უჯრედებში.

კიშო კუროკავას მომავლის ხედვა - მეტაბოლიზმიდან სიმბიოზამდე

კიშო კუროკავას მომავლის ხედვა - მეტაბოლიზმიდან სიმბიოზამდე

„არქიტექტურა (არის) თეატრის სცენა, სადაც წამყვანი მსახიობები არიან ადამიანები, ამ ადამიანებსა და სივრცეს შორის დიალოგის დრამატული წარმართვას კი დიზაინის ტექნიკა ეწოდება“ – კიშო კუროკავა.

ჰაიდერ აკერმანის პოსტმოდერნისტული Haute Couture-ის კოლექცია Jean-Paul Gaultier-სთვის

ჰაიდერ აკერმანის პოსტმოდერნისტული Haute Couture-ის კოლექცია Jean-Paul Gaultier-სთვის

ჟან-პოლ გოტიეს გადაწყვეტილება, ყოველწლიურად, მაღალი მოდის კვირეულისთვის Haute Couture კოლექციის შექმნა მოწვეულ დიზაინერს დაავალოს, ყოველ სეზონზე უფრო მიმზიდველ ტრადიციად ყალიბდება. Jean-Paul Gaultier-ის მოდის სახლის მდიდრული მემკვიდრეობის წარმოჩენის პატივი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის, ჰაიდერ აკერმანს ერგო.

„ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინაციების უპირობო ლიდერია

„ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინაციების უპირობო ლიდერია

კინო კრიტიკოსებსა და box office-ის წარმატების შემდეგ, რეჟისორების დანიელ კვანისა და დანიელ შაინერტის სამეცნიერო ფანტასტიკა „ყველაფერი ყველგან ერთდროულად 2023 წლის ოსკარების ნომინაციების ლიდერად გვევლინება. ჯამში 11 ნომინაციით, ამერიკული აბსურდული დრამა-კომედია ისეთ კატეგორიებში დასახელდა როგორებიცაა: წლის საუკეთესო მხატვრული ფილმი, მთავარი როლის შემსრულებელი, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი და წლის საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი.

ზევით