Terenzi Boutique: ნიშ პარფიუმის ექსკლუზიური ბრენდის პირველი მონო ბუტიკი თბილისში
#სილამაზეტიციანა ტერენცის მომაჯადოებელი არომატები უნიკალური დიზაინებით, ქართველმა მომხმარებელმა წლების წინ გაიცნო და მაშინვე თავდავიწყებით შეიყვარა, მსოფლიო დონის იტალიური ნიშების მხატვრული პარფიუმერიის სახლი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და ტერენცების საოჯახო ბიზნესის ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში პირველი ოფიციალური მონო ბუტიკი წარადგინა, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც 31 მაისს გაიმართა.