მხოლოდ იმიტომ, რომ ქეითი პერი American Idol-ის ჟიურის წევრია, არ ნიშნავს იმას, რომ მას ყველა უსიტყვოდ ეთანხმება. ორშაბათს, 17 აპრილის ეპიზოდში, საკონკურსო შოუს მსვლელობისას, მომღერლის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა, ბოლო 6 სეზონის განმავლობაში მაყურებლის უკმაყოფილება პირველად დაიმსახურა. ქეითი პერის კომენტარი არც მეტი არც ნაკლები მეგაშოუს ქართველი მონაწილისკენ, ნუცა ბუზალაძისკენ იყო მიმართული.
ჰავაის ტურში მუსიკალური კონკურსის ქართველმა მონაწილემ კიდევ ერთხელ დაანთო ცეცხლი სცენაზე, თუმცა ეს ქეითი პერისთვის ზედმეტი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, მომღერალმა ნუცას შესთავაზა, რომ მომდევნო გამოსვლისთვის პერფორმანსი მინიმუმამდე დაეყვანა, სწორედ ამ დროს გაისმა დარბაზიდან მსმენელის BOO შეძახილი, რომელსაც ქეითიც კი არ ელოდა.
„ერთი რამ, რაც მე პირადად მინდა შენგან ვნახო, არ არის მსგავსი ბზინვარება შემდეგ ტურზე. მე ვიცი, რომ ეს რთული იქნება” - უთხრა ქეითი პერიმ ნუცას.
ამის შემდეგ ქეითიმ სცადა უკეთ განემარტა ნუცასთვის თავისი სათქმელი: „იმის თქმა მსურს, რომ მინდა ვნახო როგორ ამოატრიალებ სცენარს. მინდა გულშიჩამწვდომი შესრულება ვიხილო და ვფიქრობ, რომ ამერიკასაც ეს უნდა. საინტერესოა, რამდენად გაითვალისწინებს ნუცა ქეითის ამ რჩევას და რას შემოგვთავაზებს მსმენელს American Idol-ის ახალი ეპიზოდისთვის.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.