მართე საკუთარი ხელწერით: FORBES WOMEN CONFERENCE 2026

ლიდერობა არ არის წინასწარ გაწერილი ფორმულების ერთობლიობა, ის უფრო მეტად პიროვნული ხედვის, ინდივიდუალური გამოცდილებისა და იმ უნიკალური თვისებების ნაზავია, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გამოარჩევს. სწორედ ამ იდეის – „მართე საკუთარი ხელწერით“ – ირგვლივ გაერთიანდნენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმატებული ქართველი ქალები 7 მარტს გამართულ Forbes Women Conference 2026-ზე.

forbes woman conference

ეს ღონისძიება ქალთა გაძლიერების ერთგვარ პლატფორმად იქცა, რომელიც მათი პროფესიული მიღწევების აღიარებასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.  წელს კონფერენციის მთავარი გზავნილი კიდევ უფრო მკაფიო იყო: ლიდერობა შაბლონებს არ ცნობს – ის ავთენტურობის პოვნასა და მის გაბედულად გამოყენებაში იბადება.

მას შემდეგ, რაც ქალი შინაგან ძალასა და პოტენციალს ბოლომდე გაიაზრებს, მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება. ასეთი ქალები კი, თავის მხრივ, ხდებიან შთაგონების წყარო სხვებისთვის, რათა განვითარდნენ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ დონეზე. 

Forbes Women Conference 2026, Forbes Women Georgia, ნანკა კიკალია, Nanka Kikalia

წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და გამორჩეული ნაწილი Startup Büro-სთან თანამშრომლობით შექმნილი PechaKucha Night Stage აღმოჩნდა. ეს ფორმატი ამბის თხრობის იაპონური ხელოვნებაა, სადაც სპიკერებს მთელი თავიანთი კარიერული გზის მხოლოდ 6 წუთში წარმოსაჩენად 20 სლაიდი და თითოეულზე 20 წამი ჰქონდათ გამოყოფილი.

forbes woman conference georgia

სცენაზე საკუთარი პროფესიული და პირადი გამოცდილება ისეთმა წარმატებულმა ქალებმა გაგვიზიარეს, როგორებიც არიან ნანკა კიკალია, TheDiary-ს რედაქციის დამფუძნებელი; ჯინო დოლინი, სამუშაო სივრცე Terminal-ის აღმასრულებელი დირექტორი; მაკა მახათაძე IT Academy STEP-იდან; Blue Ocean-ის გამომცემელი თამთა ჯაფარაშვილი; სოფო გვანცელაძე, Crocobet-ის შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი; გოგუცა გელაშვილი TBC-დან; ირინა ჯანდიერი, Club Tavsatekhi-ს შემქმნელი და ასოცირებული პროფესორი ნათია გიორგაძე.

Forbes Women Conference 2026, Forbes Women Georgia, start up buro, თამთა ჯაფარაშვილი

კონფერენციის კულმინაცია Forbes Women Stage-ზე გამართული მთავარი პანელური დისკუსია გახლდათ, რომელშიც სფეროს გამორჩეული ლიდერები მონაწილეობდნენ.

საუბარი შეეხო სპიკერების პროფესიული გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპებსა და იმ გარდამტეხ მომენტებს, რომლებმაც მათი ლიდერობის სტილი საბოლოოდ ჩამოაყალიბა. მონაწილეებმა გულწრფელად ისაუბრეს კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ პროცესებზე, შიშებსა და გამარჯვებებზე.

Forbes Women Conference 2026, Forbes Women Georgia

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ უნარებზე, რომელთა მნიშვნელობაც თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში გადამწყვეტი ხდება: თანამშრომლობაზე, ემპათიასა და რაც მთავარია, გამბედაობაზე.

forbes woman conference

Forbes Women Conference 2026-ის საღამო ნეთვორქინგითა და არაფორმალური შეხვედრებით დასრულდა, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ, უფრო მყუდრო გარემოში გაეგრძელებინათ დიალოგი, დაემყარებინათ ახალი კავშირები და კიდევ ერთხელ დაერწმუნებინათ ერთმანეთი, რომ საკუთარი ხელწერით მართვა ყველაზე მოკლე გზაა წარმატებისკენ.

ზევით