იტალიელი შეფ-მზარეულის, ენცო ნერის კულინარიული მოგზაურობა 20 წელზე მეტს ითვლის. რამდენიმე წელია, რაც მან თბილისი თავის სახლად აქცია და მიზნად დაისახა, ქართველებისთვის ავთენტური იტალიური სამზარეულო გაეცნო. ამ მისიის პარალელურად კი, ენზო ნერიმ გადაწყვიტა თავისი ენერგია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმისკენ – ქველმოქმედებისკენ მიემართა.
წლების განმავლობაში ვეძებდი ორგანიზაციას, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს დავეხმარებოდი. შემდეგ ჩემი ძვირფასი მეგობარი ნინო გაგუა გავიცანი, რომელმაც ორგანიზაციასთან „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ დამაკავშირა და სწორედ ასე დავაარსეთ ძეგვის თავშესაფრის საქველმოქმედო ღონისძიება, – ენცო ნერი.
ეს ამბავი 2019 წელს დაიწყო. ნინო გაგუასთან და „საქართველოს ამერიკელ მეგობრებთან“ თანამშრომლობით, შეფ ენცომ საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ ტრადიციას. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან Andrea Cilento-სა და იტალიის ელჩის, Massimiliano D'Antuono-სდახმარებით, მას ოფიციალურად იტალიის საელჩო უჭერს მხარს.
შეფ ენცო ნერის კავშირი საქართველოსთან ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, კახეთში, „შატო მერეში“ გამართული მასტერკლასით. ეს ჩვეულებრივი საქმიანი ვიზიტი სწრაფად გადაიზარდა საქართველოსადმი დიდ სიყვარულში. მოგვიანებით, ნიუ-იორკში მუშაობისას, შეფმა ქართული კულინარიის პატივსაცემად ორიგინალური „შოკოლადის ხინკალი“ – ხინკლის ფორმის დესერტი შექმნა.
როდესაც შეფ ენცომ თბილისში დასახლება გადაწყვიტა, აქტიურად ჩაერთო ადგილობრივ კულინარიულ ცხოვრებაში. მან წლები დაუთმო ქართველი მომხმარებლის გემოვნების შესწავლას და რამდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის La Boheme და ASADO Steakhouse წამოიწყო. სულ ცოტა ხნის წინ კი, დედაქალაქში ავთენტური იტალიური გემოების დეფიციტის შესავსებად, ნიკოლო რიჩარდისთან პარტნიორობით, ვერაზე ახალი რესტორანი Vera Italiana გახსნა.
ნინო გაგუა და ენცო ნერი, 2019 წლის პირველი საქველმოქმედო ღონისძიებიდან.
ხმაურიანი და ქაოსური სამზარეულოს მიღმა, ენცოს ყოველთვის სურდა, მხარში დასდგომოდა მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ძეგვის თავშესაფრისთვის გამართული საქველმოქმედო ღონისძიებები მას საშუალებას აძლევს, საქართველოში სიკეთის ისტორია დაწეროს.
ბევრ ქვეყანაში მიმუშავია, მაგრამ ქართველი ხალხისგან განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. მინდოდა, ეს სიყვარული მათთვის რაიმე სახით დამებრუნებინა, – ენცო ნერი.
ძეგვის თავშესაფარი, რომელსაც ნანა გოგოჭური ხელმძღვანელობს, ასამდე ბენეფიციარს, მათ შორის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებსა და უსახლკარო ადამიანებს მასპინძლობს. შეფ ენცოსა და მისი გუნდის მთავარი მიზანია, ძეგვის თავშესაფრის საჭიროებები ფართო საზოგადოებას გააცნონ, ერთ ჭერქვეშ გააერთიანონ მაცხოვრებლები, მოხალისეები, მეგობრები და საფუძველი ჩაუყარონ სამომავლო პარტნიორობას, რათა თავშესაფარმა დახმარება მთელი წლის განმავლობაში, უწყვეტად მიიღოს.
პარიზში, სასტუმრო Pullman კულტურულ ღონისძიებას Pullman xChange მასპინძლობს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 შემოქმედი და ინოვატორი იკრიბება, რათა სასტუმრო იდეების გაზიარების, დიალოგისა და ახალი კავშირების დამყარების ცოცხალ სივრცედ აქციოს.
ლონდონის სამოქალაქო ცერემონიის შემდეგ დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ქორწილის აღნიშვნა პალერმოში გააგრძელეს. მომღერალი პირველ საღამოზე Bottega Veneta-ს თეთრ კაბაში გამოჩნდა.
ცხელი სეზონის დასაწყისს ახალი კინო რეკომენდაციებით ვეგებებით. TheDiary 2026 წლის ზაფხულის მთავარ ფილმებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც კინომოყვარულები ყველაზე მეტად ელიან.