პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგა და ხვიჩა კვარაცხელიას ფინალი
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინალში გადამწყვეტი ეპიზოდი ხვიჩა კვარაცხელიას მოძრაობას მოჰყვა, რის შემდეგაც პარიზმა მატჩი პენალტებამდე მიიყვანა და ტიტული დაიცვა.
ცხელი სეზონის დასაწყისს ახალი კინო რეკომენდაციებით ვეგებებით. TheDiary 2026 წლის ზაფხულის მთავარ ფილმებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც კინომოყვარულები ყველაზე მეტად ელიან.
როდესაც სტივენ სპილბერგი უცხოპლანეტელების თემას უბრუნდება, მოლოდინი ავტომატურად პიკს აღწევს. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის სიუჟეტი დედამიწაზე უცხო ცივილიზაციის არსებობის აღიარების დღესა და იმ გლობალურ ძვრებზე გვიყვება, რაც ამ ფაქტს მოჰყვება. მთავარ როლებში ემილი ბლანტი და კოლინ ფირთი გვევლინებიან. ფილმი სპილბერგის Sci-Fi ეკრანზე დაბრუნებაა, შესაბამისად ველით არა მხოლოდ სპეცეფექტებს, არამედ ღრმა, ემოციურ დრამას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი სამყაროს ახალ რეალობაში.
წლევანდელ ზაფხულში ეკრანს ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები, ვუდი და ბაზი ბრუნდებიან. ამჯერად, სათამაშოებს სრულიად ახალი გამოწვევა აქვთ - ციფრული ერა. სიუჟეტი ტექნოლოგიების, პლანშეტებისა და გადჯეტების გარშემო ტრიალებს, რომლებიც თანამედროვე ბავშვების ყურადღებას იპყრობენ და ტრადიციულ სათამაშოებს კონკურენციას უწევენ. სათავგადასავლო ანიმაცია სუფთა წყლის ნოსტალგიაა, რომელიც ზრდასრულ ასაკშიც კი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთგულება და ძველი მეგობრები.

ოლივია უაილდის რეჟისურით გადაღებული ზრდასრულთა კომედია ერთი შეხედვით უწყინარ ვახშამზე გვიყვება, სადაც წყვილი (სეთ როგენი და თავად უაილდი) მათ ექსცენტრულ მეზობლებს (პენელოპა კრუსი და ედვარდ ნორტონი) მასპინძლობენ. საუბარი სექსზე, ურთიერთობებსა და ფარულ კომპლექსებზე უხერხულ, მაგრამ ძალიან სასაცილო და ქაოტურ დაპირისპირებაში გადადის. Sundance-ის ფესტივალის ფავორიტს კრიტიკოსები „ვინ გეშინია ვირჯინია ვულფის?“ თანამედროვე, სექსუალურ და ირონიულ ვერსიას უწოდებენ. მსახიობების ეს ქასთი და 35 მილიმეტრიან ფირზე გადაღებული კამერული ატმოსფერო ნამდვილი კინომანების აკვიატება გახდება.
ზაფხულშივე ვიხილავთ Disney-ის საყვარელი ანიმაციის პირდაპირ, ცოცხალ ადაპტაციას. მოანა კვლავ პასუხობს ოკეანის გამოძახილს და ნახევარღმერთ მაუისთან (დუეინ ჯონსონი თავის ლეგენდარულ როლში ბრუნდება) ერთად თავისი ხალხის გადასარჩენად მიემართება. სათავგადასავლო მიუზიკლი საზაფხულო, ტროპიკული ენერგეტიკით აგვავსებს და მთელი ოჯახისთვის დაუვიწყარ სანახაობად იქცევა.
კრისტოფერ ნოლანი ჰომეროსის კლასიკურ ეპოსს ეჭიდება და “ოპენჰაიმერის” ტრიუმფის შემდეგ, პირველ ფილმს აკეთებს. ითაკას მეფე ოდისევსი (მეტ დეიმონი) ტროას ომის შემდეგ სახლში დასაბრუნებლად სახიფათო, მითოლოგიურ და ვიზუალურად სანახაობრივ მოგზაურობას იწყებს. ჰელენას როლში კი ლუპიტა ნიონგო გვევლინება. ფილმზე წინასწარ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ნოლანის სახელი უკვე ჟანრია. რეჟისორმა განაცხადა, რომ ეს იქნება ისტორიის „ყველაზე ექსტრემალური ვერსია“.
Spider-Man: Brand New Day (31 ივლისი)
No Way Home-ის მოვლენებიდან 4 წელი გავიდა. პიტერ პარკერი (ტომ ჰოლანდი) სრულ მარტოობაში, ნიუ-იორკის პატარა ბინაში ცხოვრობს. სამყაროს მისი სახელი აღარ ახსოვს. ის მთლიანად სპაიდერმენის პერსონას უძღვნის თავს, თუმცა ქალაქში ახალი კრიმინალური ტალღა იწყება, სადაც მისი გზები სასტიკ და დაუნდობელ "დამსჯელთან" (ჯონ ბერნტალის Punisher-თან) იკვეთება. ფილმის შემქმნელები Marvel-ის ახალ ერას გვპირდებიან, სადაც კლასიკური კომიქსური განწყობა ქუჩურ, უხეშ ექშენს შეერწყმება. ამჯერად ფილმის შემადგენლობაში სედი სინკიც ჩნდება.
