2026 წელი, შეიძლება ითქვას, ზენდაიას წელია. მსახიობი დღეს ჰოლივუდის ყველაზე მოთხოვნად ვარსკვლავებს შორისაა, რასაც მისი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ადასტურებს. უახლოეს პერიოდში ზენდაია ერთდროულად ჩნდება როგორც პოპულარულ სატელევიზიო სერიალში, ისე დიდ ბიუჯეტიან ფილმებსა და ავტორულ კინოში.
მომავალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სერიალის „Euphoria“ ახალი სეზონია. სწორედ ამ პროექტმა მოუტანა ზენდაიას განსაკუთრებული აღიარება და თანამედროვე ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობად აქცია. სერიალი დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი სატელევიზიო დრამის ფარგლებს და კულტურულ მოვლენად იქცა, რომლის ესთეტიკამ და თემებმა მთელი თაობის ინტერესიც კი განსაზღვრა. ახალი სეზონისადმი, ცხადია დიდი ინტერესია.

ტელევიზიასთან ერთად, ზენდაია აქტიურად აგრძელებს მუშაობას კინოშიც. იგი მონაწილეობს სტუდია A24-ის ფილმში „The Drama“. მსახიობი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფართო მაყურებელზე გათვლილი პროექტებით და ცდილობს, სხვადასხვა ტიპის კინოში იმუშაოს.
 |
The Drama-ს კინოთეატრებში 3 აპრილიდან ვიხილავთ
|
ამავე დროს, ზენდაიას კვლავ ვიხილავთ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კინოსერიაში „Spider-Man: Brand New Day“. ფილმს განსაკუთრებულ ყურადღებას ისიც მატებს, რომ ტომ ჰოლანდი და ზენდაია წყვილი არიან არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც, რის გამოც მათი ერთობლივი გამოჩენა მაყურებლისთვის ყოველთვის დამატებით ინტერესს იწვევს.

2026 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად მიიჩნევა კრისტოფერ ნოლანის ფილმი „The Odyssey“. ნოლანის პროექტებში მონაწილეობა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს, რადგან მისი ფილმები ერთდროულად მასშტაბური, ავტორული და ფართო მაყურებლისთვის საინტერესოა. ასეთ რეჟისორთან მუშაობა მსახიობისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.

ამავე წელს ეკრანზე გამოვა „Dune“-ის ახალი ნაწილი „Dune: Part Three“, რომელიც თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტად ითვლება.
სწორედ ასეთი განსხვავებული პროექტების ერთდროული არსებობა ხდის 2026 წელს ზენდაისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს. სატელევიზიო სერიალი, დამოუკიდებელი სტუდიის ფილმი, დიდი ბიუჯეტის პროექტი და მსოფლიო ფრენჩაიზი იშვიათად იყრის თავს ერთ მსახიობის კარიერაში ერთსა და იმავე პერიოდში.

ამიტომაც, როცა ამბობენ, რომ ახლა ზენდაიას ერაა, ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის.