#კინო

ზენდეია და ტომ ჰოლანდი SPIDER MAN: BRAND NEW DAY-ს რომაულ პრეს-ტურზე

გაზიარება:

მარველის კინოსამყარო 31 ივლისის პრემიერისთვის ემზადება. ფილმის „ადამიანი-ობობა: ახალი დღე“ მსოფლიო პრეს-ტური უკვე დაიწყო და კინომოყვარულების ყურადღებაც წითელი ხალიჩისკენაა მიმართული. სერიის მთავარი გმირები, ზენდეია და ტომ ჰოლანდი, 23 ივნისს რომის პრეს-ტურს დაესწრნენ.

ზენდეია, ადამიანი-ობობა ახალი დღე, ადამიანი-ობობა ახალი ნაწილი, პრემიერა, Zendaya, Spider Man: Brand new day, press tour ზენდეია, ადამიანი-ობობა ახალი დღე, ადამიანი-ობობა ახალი ნაწილი, პრემიერა, Zendaya, Spider Man: Brand new day, press tour, Tom Holland, ტომ ჰოლანდი

ზენდეიამ არჩევანი ვინტაჟურ სამოსზე შეაჩერა. მსახიობს Giorgio Armani-ს 1990 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის კაბა ეცვა. როგორც ზენდეიას სტილისტს, ლოუ როუჩს სჩვევია, ობობას ქსელის ორნამენტებითა და მძივებით გაფორმებული გამჭვირვალე ლუქი ფილმის სიმბოლური გამოძახილი იყო. ტომ ჰოლანდი კი წითელ ხალიჩაზე მუქი აგურისფერი კოსტიუმით წარდგა.

ზენდეია, ადამიანი-ობობა ახალი დღე, ადამიანი-ობობა ახალი ნაწილი, პრემიერა, Zendaya, Spider Man: Brand new day, press tour, Tom Holland, ტომ ჰოლანდი
ზენდეია და ტომ ჰოლანდი ბერლინის პრეს-ტურზე

Spider Man: Brand New Day პიტერ პარკერის ისტორიის გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ წინა ნაწილში განვითარებული მოვლენების შემდეგ სამყაროს პარკერის ვინაობა დაავიწყდა. პიტერი სრულ მარტოობაშია ჩაძირული და მთელი ენერგიით კრიმინალთან ბრძოლას ცდილობს, თუმცა უჭირს იმის ყურება, თუ როგორ აგრძელებენ მისი მეგობრები ცხოვრებას ისე, თითქოს მას არც კი უარსებია.

ზენდეია, ადამიანი-ობობა ახალი დღე, ადამიანი-ობობა ახალი ნაწილი, პრემიერა, Zendaya, Spider Man: Brand new day, press tour, Tom Holland, ტომ ჰოლანდი

ზენდეია და ტომ ჰოლანდი ამსტერდამის პრეს-ტურზე.

ფილმის რეჟისორი დესტინ დანიელ კრეტონია, ხოლო სცენარი კრის მაკკენასა და ერიკ სომერსს ეკუთვნით. ადამიანი ობობას სამყაროში ასევე ვიხილავთ სეიდი სინკს, ლიზა კოლონ-ზაიასს და მარკ რუფალოს.

როგორც ტომ ჰოლანდი გვპირდება, ახალი ფილმი 2017 წლის პირველი ნაწილის ნოსტალგიას გააღვიძებს, რადგან ამჯერად შემოქმედებითმა ჯგუფმა პავილიონებიდან რეალურ ლოკაციებზე გადაინაცვლა.

კოვიდის გამო წინა ფილმზე ძალიან შეზღუდულები ვიყავით და ყველაფერი პავილიონებში გადავიღეთ. ახლა კი რეალურ ლოკაციებს დავუბრუნდით, ამიტომ ფანები უზომოდ კმაყოფილები დარჩებიან იმით, რასაც მათთვის ვამზადებთ – ტომ ჰოლანდი.

„ადამიანი-ობობა: ახალი დღე“ კინოთეატრებში 31 ივლისს გამოვა, მანამდე კი ზენდეია და ტომ ჰოლანდი საერთაშორისო პრეს-ტურს მომავალ კვირებშიც გააგრძელებენ.

ზევით