10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.
არის ხელოვნება პოლიტიკური, თუ შეიძლება ამ ორი სფეროს გამიჯვნა? ეს კითხვა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია აქვს რეჟისორ ვუდი ალენსაც, რომელიც ამჯერად სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო კრიტიკის ცენტრში მოექცა. ცნობილი რეჟისორი მოსკოვის საერთაშორისო კინოს კვირეულზე ვიდეო ჩართვის მეშვეობით გამოჩნდა, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა. უწყებამ ალენის საქციელს „სირცხვილი“ და „შეურაცხყოფა“ უწოდა.

24 აგვისტოს, 89 წლის რეჟისორი მოსკოვის საერთაშორისო კინოს კვირეულის პროგრამაში, სახელწოდებით „მსოფლიო კინოს ლეგენდები“, ონლაინ ჩაერთო. შეხვედრას მოდერაციას უწევდა რუსი რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ალენმა შეხვედრაზე რუსული კინოსადმი თავისი აღფრთოვანება გამოხატა და ბონდარჩუკის მამის, სერგეი ბონდარჩუკის ოსკაროსანი ნამუშევარი, „ომი და მშვიდობა“, ახსენა. კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთში ფილმის გადაღებას, მან უპასუხა, რომ მსგავსი გეგმა არ აქვს.
ვუდი ალენის გადაწყვეტილება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინვე დაგმო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვუდი ალენის მონაწილეობა მოსკოვის საერთაშორისო კინოს კვირეულში სირცხვილია და შეურაცხყოფაა იმ უკრაინელი მსახიობებისა და კინემატოგრაფისტების ხსოვნის მიმართ, რომლებიც რუსეთის აგრესიის დროს დაიღუპნენ ან დაშავდნენ.
სამინისტროს განცხადების თანახმად, რეჟისორმა „შეგნებულად დახუჭა თვალი იმ სისასტიკეზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ყოველდღიურად ჩადის“. უწყებამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „კულტურა არასოდეს უნდა გამოიყენონ დანაშაულის გასათეთრებლად ან პროპაგანდის იარაღად“.
Woody Allen’s participation in the Moscow International Film Week is a disgrace and an insult to the sacrifice of Ukrainian actors and filmmakers who have been killed or injured by Russian war criminals in their ongoing war against Ukraine.
— MFA of Ukraine 🇺🇦 (@MFA_Ukraine) August 25, 2025
By taking part in a festival that… pic.twitter.com/qQyQrqMh2z
მედიასთან გავრცელებულ განცხადებაში ვუდი ალენმა თავისი ნაბიჯი ახსნა და ამავე დროს, ომიც დაგმო. „რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტს, მტკიცედ მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი სრულებით დამნაშავეა. ომი, რომელიც მან გამოიწვია, შემზარავია“, – ვუდი ალენი.
ალენმა ასევე დაამატა, რომ მისი აზრით, ხელოვნება პოლიტიკაზე მაღლა დგას. „რაც არ უნდა გაეკეთებინათ პოლიტიკოსებს, არ მგონია, რომ ხელოვნებაზე მსჯელობის შეწყვეტა ოდესმე დახმარების კარგი გზა იყოს“.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის საერთაშორისო კინოს კვირეული შედარებით ახალი ფესტივალია და ის განსხვავდება მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალისგან, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საერთაშორისო აკრედიტაცია დაკარგა.