#კინო

ოსკარი 2026: წლის მთავარი გამარჯვებულები და კინოს სეზონის შედეგები

გაზიარება:

ოსკარის 98-ე დაჯილდოება 2026 წლის 15 მარტს ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად აჯამებს კინოსეზონს და ასახელებს იმ ფილმებსა და ავტორებს, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

წლის მთავარი გამარჯვებული გახდა პოლ თომას ანდერსონის ფილმი One Battle After Another, რომელმაც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა და ამ საღამოს სახლში ყველაზე მეტი ჯილდო წაიღო. ანდერსონს ასევე გადაეცა ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის. ფილმი მთელი სეზონის განმავლობაში კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში იყო. ისგამოირჩევა მასშტაბით, რთული დრამატურგიითა და ძლიერი სამსახიობო ქასტით.

One Battle After Another wins oscars

საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში გამარჯვებულები ასე განაწილდა: საუკეთესო მსახიობის ოსკარი მაიკლ ბ. ჯორდანმა მიიღო ფილმში Sinners შესრულებული როლისთვის. მისი შესრულება გამოირჩეოდა ემოციური სიზუსტით. ამავე ნომინაციაში მას კონკურენციას უწევდნენ ტიმოთე შალამე, ლეონარდო დიკაპრიო და კოლმან დომინგო.

Michael B. Jordan wins Oscar for sinners

საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ჯესი ბაკლი ფილმისთვის Hamnet. ამ როლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია.

Jessie Buckley wins Best Actress at the 2026 Oscars

მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში ოსკარი შონ პენმა მიიღო ფილმისთვის One Battle After Another, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა ემი მედიგანს ფილმისთვის Weapons.

ტექნიკურ ნომინაციებში რამდენიმე მასშტაბურმა პროექტმა გაიმარჯვა. Sinners დაჯილდოვდა მუსიკისა და ოპერატორის ნამუშევრის კატეგორიებში. Frankenstein-მა ოსკარი სცენოგრაფიისთვისა და კოსტიუმებისათვის მიიღო. ვიზუალური ეფექტების ჯილდო გადაეცა ფილმს Avatar: Fire and Ash.

frankenstein oscar was given by anna wintour

აქვე აღსანიშნავია, რომ Vogue-ის გლობალური რედაქტორი ანა ვინტური სცენაზე ოსკარის მფლობელ მსახიობ ენ ჰეთევეისთან ერთად გამოვიდა. მათ ჯილდო გადასცეს ფილმის Frankenstein კოსტიუმების მხატვარს ქეით ჰოულის და გრიმისა და ვარცხნილობის ავტორებს მაიკ ჰილს, კლიონა ფიურის, ჯორდან სამუელს და მეგან მენის.

საერთაშორისო ფილმები კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ნორვეგიული წარმოების ნამუშევარი Sentimental Value, ხოლო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ოსკარი მიიღო Mr. Nobody Against Putin-მა, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა თემატიკის გამო. ანიმაციის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა KPop Demon Hunters.

mr nobady against putin

წლევანდელი ოსკარის ცერემონია გამოირჩეოდა თანამედროვე კინოს მრავალფეროვნებით. დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იყო როგორც ავტორული ნამუშევრები, ისე დიდი სტუდიური პროექტები და სხვადასხვა ქვეყნის კინოპროდუქცია. სწორედ ასეთი მრავალფეროვნება განსაზღვრავს იმ ფილმებს, რომლებიც სეზონის ფარგლებს სცდება და კინოს ისტორიაში რჩება.

ზევით