მარიამ ახობაძის გამოფენა: „სტატიკური თამაშები“

15 აპრილს, 19:00 საათზე, თანამედროვე ქართველი მხატვრის, მარიამ ახობაძის პერსონალური გამოფენა „სტატიკური თამაშები“ იხსნება.

მარიამ ახობაძის შემოქმედებაზე საუბრისას, პირველი, რაც თავში მოგდის, ცოცხალი ემოციისა და სტატიკურობის სინთეზია, რომელიც ტილოზე ფსიქოლოგიურ პორტრეტებად ტრანსფორმირდება. თანამედროვე ქართველი ხელოვანის ხელწერა მნახველს ადამიანის შინაგანი ბუნების ყველაზე ღრმა შრეებში ეპატიჟება.

მარიამ ახობაძე, გამოფენა, ხელოვნების ფონდი ანაგი, Mariam Akhobadze, Art Foundation Anagi

ყველა ნამუშევარში დატოვებულია ღია კარი თუ ფანჯარა, რათა მნახველმა თავად გადაიაზროს ეს ისტორია და ემოციური განწყობა შეიქმნას, – მარიამ ახობაძე.

სწორედ ამის შესაძლებლობა გვეძლევა ახალ გამოფენაზე, რომელზე წარმოდგენილი სერიაც საინტერესო კონცეპტუალურ ხაზს მიუყვება. გამოფენის მთავარი პერსონაჟი ყველასათვის ნაცნობი, ბავშვობისდროინდელი ფერადი სპირალია. ეს სათამაშო ბავშვობის განუყოფელი ნაწილია და ყველას გვახსოვს ლეგენდაც მის შესახებ, რომ მას კიბის საფეხურებზე ხტუნვა-ხტუნვით დაშვება შეეძლო.

მარიამ ახობაძე, გამოფენა, Mariam Akhobadze, მხატვარი მარიამ ახობაძე, გამოფენა, Mariam Akhobadze, მხატვარი

მარიამის შემოქმედებაში სპირალი ერთი ნახატიდან მეორეში ინაცვლებს და მთლიან სერიას ერთიან ნარატივად კრავს.

ეს სერია ფერებითა და ფორმებით თამაშია, რომელში მონაწილეობისკენ პასტელური, ნაცნობი და თბილი ცისარტყელას ფერები გვეპატიჟებიან.

მარიამ ახობაძე, გამოფენა, Mariam Akhobadze, მხატვარი

გამოფენას The Why Not Gallery, ხელოვნების ფონდ ანაგისთან თანამშრომლობით წარმოგვიდგენს. „სტატიკური თამაშების“ ხილვა 15-30 აპრილს, ყოველდღე (ორშაბათის გარდა) 10:00-21:00 საათამდე, ზურაბ ავალიშვილის 12-ში იქნება შესაძლებელი.

მანამდე კი, წაიკითხეთ TheDiary-ს ინტერვიუ მარიამ ახობაძესთან: thediary.ge.

ზევით