#კინო

კანის 79-ე კინოფესტივალი გაიხსნა

გაზიარება:

გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა, კანის კინოფესტივალი 79-ედ დაბრუნდა. 12-დან 23 მაისამდე ფრანგული სანაპირო ტრადიციულად მსოფლიო კინონდუსტრიის ეპიცენტრი იქნება, სადაც ცნობილი რეჟისორები ახალი ფილმების პრემიერებს გამართავენ, წითელ ხალიჩას კი ავანგარდული მოდა დაიპყრობს.

Eye Haïdara, cannes film festival 2026, კანის კინოფესტივალი 2026

Grand Théâtre Lumière-ის სცენაზე ფესტივალი მსახიობმა Eye Haïdara-მ გახსნა და მაყურებელს წლევანდელი ჟიური წარუდგინა. წელს საკონკურსო პროგრამას ლეგენდარული პარკ ჩან ვუკი ხელმძღვანელობს. ის პირველი კორეელი რეჟისორია, რომელიც კანის ჟიურის პრეზიდენტად დაინიშნა. მასთან ერთად საუკეთესო ფილმებს ისეთი ხელოვანები გამოავლენენ, როგორებიც Demi Moore, Ruth Negga, Chloé Zhao, Stellan Skarsgård, Isaach De Bankolé, Diego Céspedes, Laura Wandel და Paul Laverty არიან.

Demi Moore, დემი მური, კანის კინო ფესტივალი 2026, cannes film festival 2026

ფესტივალის პირველ დღეს წითელ ხალიჩაზე აქცენტი ცნობილი მოდის სახლების საარქივო ლუქებსა და ელეგანტურობაზე გაკეთდა. დემი მურმა არჩევანი Jacquemus-ის მბზინავ თეთრ კაბაზე შეაჩერა, ხოლო ფილიპინ ლეროი ბოლიემ პარიზული სტილი Anthony Vaccarello-ს მიერ შექმნილი Saint Laurent-ის ჰაეროვანი სამოსით წარმოადგინა.

Philippine Leroy-Beaulieu, ფილიპინ ლეროი ბოლიე, კანის კინო ფესტივალი 2026, Cannes film festival 2026

ფილმის La vie d’une femme პრემიერაზე, შარლ და ალექსანდრა ლეკლერები შეუღლებული წყვილის რანგში წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ. ალექსანდრას პაოლო სებასტიანის მიერ შექმნილი კაბა ეცვა – სწორედ ამ დიზაინერს ეკუთვნის მისი საქორწილო სამოსის დიზაინიც. ფორმულა 1-ის მრბოლელმა კი არჩევანი Giorgio Armani-ის კოსტიუმზე შეაჩერა, რომელსაც ბრილიანტის გულსაბნევი ამშვენებდა.

კანის კინო ფესტივალი 2026, cannes film festival 2026, Charles Leclerc, Alexandra Leclerc

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო Leïla Bekhti-მ, რომელიც Guy Laroche-ის ვინტაჟური კაბით გამოჩნდა. Ruth Negga-მ კი Dior-ის დახვეწილი ლუქი მოირგო.

Leila Bekhti, კანის კინო ფესტივალი 2026, cannes film festival 2026 Ruth Negga, კანის კინო ფესტივალი 2026, cannes film festival 2026

13 მაისს, Fukada Koji-ის იაპონური ფილმის, Nagi Notes-ის პრემიერაზე ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში ალჟირელი მოკრივე - Imane Khelif მოექცა, რომელიც Chanel-ის კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

Iman Khelif, იმან კელიფი, კანის კინო ფესტივალი 2026, cannes film festival 2026

La Vie d’une femme-ის პრემიერაზე, ლეკლერებთან ერთად მომღერალი Charlotte Cardin-ი Yves Saint Laurent-ის გამჭვირვალე სამოსით გამოჩნდა, ხოლო ჯილიან ანდერსონმა უპირატესობა Miu Miu-ს დახვეწილ დიზაინს მიანიჭა.

კანის კინო ფესტივალი 2026, Cannes film festival 2026, Charlotte Cardin კანის კინო ფესტივალი 2026, Cannes film festival 2026, Gilian Anderson

წელს Palme d'Or-ისთვის სულ 22 ფილმი იბრძვის, მათ შორის პედრო ალმოდოვარისა და ჯეიმს გრეის ახალი ნამუშევრები. წინ კიდევ ათი დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი კინოაღმოჩენები და ერთმანეთზე საინტერესო ლუქები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

ზევით